დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
მიღების თარიღი | 08/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016163 |
|
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი №2 შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე
|
* აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს მხოლოდ სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოს ან/და საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების მიმდინარე ან/და პერიოდული შეკეთების სამუშაოს ან/და საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოს, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას ან/და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში შესასრულებელ სამუშაოს.
|
დოკუმენტის კომენტარები