„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6032-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010110020.05.001.019876
6032-IIს
09/06/2020
ვებგვერდი, 19/06/2020
010110020.05.001.019876
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010110020.05.001.017881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−13 პუნქტები:

„11. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

12. თუ მუნიციპალიტეტის დასახლებათა 80 პროცენტს ან 80 პროცენტზე მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება აგრეთვე ამ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს იმავე პუნქტით დადგენილი წესით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი 1000 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი.“.

მუხლი 2. პირი, რომელსაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1 1−1 3 პუნქტების საფუძველზე მიენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ისარგებლებს ამ სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 ივნისი 2020 წ.

N6032-IIს