„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017012
81
08/06/2020
ვებგვერდი, 09/06/2020
140130000.22.034.017012
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №81

2020 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 140130000.22.034.017005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების“ მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის აღსრულებისას:

ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ცნობის მოქმედების ვადის გაგრძელება უზრუნველყოფილ იქნას დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფოსტის − dipi@mia.gov.ge მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ან თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ცნობის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია განხორციელდეს არადისტანციურად, ვიზიტის წინასწარ, ელექტრონულ ფოსტაზე − dipi@mia.gov.ge, დაჯავშნის მეშვეობით;

ბ) ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და სხვა საამისოდ უფლებამოსილი უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს კანონის:

ბ.ა) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ანკეტირების გასაუბრების პროცედურა;

ბ.ბ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გასაუბრების პროცედურა;

ბ.გ) 53-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები;

ბ.დ) 55-ე მუხლით განსაზღვრული წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები;

ბ.ე) 42-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების პროცედურები;

გ) კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი თითის ანაბეჭდების აღების პროცედურა და „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებით დამტკიცებული თავშესაფრის პროცედურის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ფოტოსურათის გადაღების პროცედურა განხორციელდეს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ანკეტირების გასაუბრების პროცედურის დაწყებამდე;

დ) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის საკითხებზე კონსულტაცია განხორციელდეს სატელეფონო ნომერზე 598 08 00 97 მიღებული ზარების მეშვეობით;

ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს გაეგზავნოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ფოსტის მეშვეობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური