„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 15/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016793
51
09/06/2020
ვებგვერდი, 10/06/2020
040030000.22.026.016793
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №51

2020 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016782) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე - 7 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს  ლ1და ლ2 ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ლ1) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი;

ლ2) საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტი;“;

ბ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს 181 და 182 მუხლები შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა, მომსახურების უზრუნველყოფა და მართვა;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.

მუხლი 182. საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტი

საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) წარმოების პროცესთან, საბოლოო პროდუქტის/მომსახურების შექმნასთან  დაკავშირებული ყველა პროცესის მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) ცენტრის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობის პროცესების და პროცედურების წარმოების პროცესთან ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი;

გ) წარმოების საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირების შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

3. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 15 ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი