დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/06/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016793 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016782) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე - 7 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს ლ1და ლ2 ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ლ1) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი; ლ2) საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტი;“; ბ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს 181 და 182 მუხლები შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა, მომსახურების უზრუნველყოფა და მართვა; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 182. საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმო პროცესების ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) წარმოების პროცესთან, საბოლოო პროდუქტის/მომსახურების შექმნასთან დაკავშირებული ყველა პროცესის მონიტორინგი და კონტროლი; ბ) ცენტრის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობის პროცესების და პროცედურების წარმოების პროცესთან ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი; გ) წარმოების საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირების შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“. 3. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 15 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები