„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.022068
354
04/06/2020
ვებგვერდი, 05/06/2020
240140000.10.003.022068
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №354

2020 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემედეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში − „აწარმოე საქართველოში“:

ა)  პირველ მუხლში:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (მხოლოდ უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში) და იურიდიული პირი  (გარდა  სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ასევე ამ პროგრამის პირველი თავის (გარდა მე-7 მუხლით გათვალისწინებული უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილისა) მიზნებისათვის, მეწარმე სუბიექტი, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიცირდება მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში. ამასთან, ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ან/და „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი − უცხოური საწარმო, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“;

ა.ბ)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება, იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობის სახით უკვე მიღებული აქვს პროგრამის მე-6 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით ან/და 6 მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური მოცულობა;“;

ა.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომერციული ბანკი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). ბანკი ვალდებულია, უარი უთხრას მეწარმე სუბიექტს პროგრამაში ჩართვაზე, თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ იგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ კვალიფიცირდება მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ;“;

გ) 61 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ლიზინგის გამცემი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). ლიზინგის გამცემი ვალდებულია, უარი უთხრას მეწარმე სუბიექტს პროგრამაში ჩართვაზე, თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ იგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ კვალიფიცირდება მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ;“;

დ) 122  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება. ასევე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით  გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირება.“;

ე) 125 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა პროგრამის ახალ ბენეფიციარზე/პროგრამის ბენეფიციარზე განისაზღვრება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით.“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა მეწარმე სუბიექტზე გაიცემა ერთჯერადად, რომლის არანაკლებ 90%-ისა მეწარმე სუბიექტის მიერ მიმართული უნდა იყოს ბიზნესგეგმაში დასახელებული ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, ხოლო არაუმეტეს 10%-ისა −  ბიზნესგეგმაში დასახელებული საბრუნავი საშუალებების შესაძენად.“;

ე.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამაში თანამონაწილეობის წილი პროგრამის ახალი ბენეფიციარისათვის განისაზღვრება თანადაფინანსების თანხის არანაკლებ 10 (ათი) პროცენტით, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილ დასახლებებში – თანადაფინანსების თანხის არანაკლებ 5 (ხუთი) პროცენტით.“;

 

ე.დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამაში თანამონაწილეობის წილი პროგრამის ბენეფიციარისათვის განისაზღვრება თანადაფინანსების თანხის არანაკლებ 25 (ოცდახუთი) პროცენტით, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილ დასახლებებში – თანადაფინანსების თანხის არანაკლებ 15 (თხუთმეტი) პროცენტით.“;

 

ვ) 128 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 128. ამ პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების მიღების მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება დადგენილების 12 2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის შესაბამისადაც განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა უნდა განისაზღვროს არაუგვიანეს 2020 წლის 31 ოქტომბრით.“;

ზ) დანართი №7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №7

 

    C

10.11.0

ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება

C

10.12.0

შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება

C

10.13.0

ხორცის პროდუქტების წარმოება

C

10.20.0

თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება

C

10.31.0

კარტოფილის გადამუშავება და დაკონსერვება

C

10.32.0

ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოება

C

10.39.0

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები

C

10.41.0

ზეთებისა და ცხიმების წარმოება

C

10.42.0

მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება

C

10.51.0

რძის გადამუშავება და ყველის წარმოება

C

10.52.0

ნაყინის წარმოება

C

10.61.1

ფქვილის წარმოება

C

10.61.9

საფქველ-ბურღულეული სხვა პროდუქტების წარმოება

C

10.62.0

სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება

C

10.71.1

პურის წარმოება

C

10.71.2

არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება

C

10.72.0

ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმისა და ნამცხვრების წარმოება

C

10.73.0

მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება

C

10.81.0

შაქრის წარმოება

C

10.82.0

კაკაოს, შოკოლადისა და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება

C

10.83.1

ჩაის გადამუშავება

C

10.83.2

ყავის გადამუშავება

C

10.84.0

სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება

C

10.85.0

კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება

C

10.86.0

ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატების და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება

C

10.89.0

სხვა კვების პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

10.91.0

მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის

C

10.92.0

მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის

C

11.02.0

ღვინის წარმოება ყურძნისაგან

C

11.03.0

სიდრის და სხვა ხილის ღვინოების წარმოება

C

11.04.0

სხვა არადისტილირებული, ფერმენტირებული სასმელების წარმოება

C

11.07.1

მინერალური წყლების წარმოება

C

11.07.2

უალკოჰოლო არომატიზებული და/ან დამტკბარი სასმელების წარმოება, როგორიცაა: ლიმონათი, ხილის სასმელები, კოლა, ორანჟადი, ტონიკები და მისთ.

C

11.07.3

მტკნარი სასმელი წყლის წარმოება

C

13.10.0

ტექსტილის ბოჭკოს მომზადება და დართვა

C

13.20.0

ტექსტილის წარმოება

C

13.30.0

ტექსტილის გაწყობა

C

13.91.0

ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ქსოვილების წარმოება

C

13.92.0

ტექსტილის მზა ნაწარმის წარმოება,  ტანსაცმლის გარდა

C

13.93.0

ხალიჩების და ფარდაგების წარმოება

C

13.94.0

თოკების,  ბაგირების და ბადეების წარმოება

C

13.95.0

უქსოვადი ნაწარმის წარმოება,  ტანსაცმლის გარდა

C

13.96.0

სხვა ტექნიკური და სამრეწველო ტექსტილის ნაწარმის წარმოება

C

13.99.0

ტექსტილის სხვა ნაწარმის წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

14.11.0

ტყავის ტანსაცმლის წარმოება

C

14.12.0

სპეცტანსაცმლის წარმოება

C

14.13.0

სხვა ზედა ტანსაცმლის წარმოება

C

14.14.0

საცვლების წარმოება

C

14.19.0

სხვა ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება

C

14.20.0

ბეწვეულის ნაწარმის წარმოება

C

14.31.0

ტრიკოტაჟის და ნაქსოვი წინდების წარმოება

C

14.39.0

ნაქსოვი და ტრიკოტაჟის სხვა ტანსაცმლის წარმოება

C

15.11.0

ტყავის თრიმვლა და გამოქნა; ბეწვეულის გამოქნა და ღებვა

C

15.12.0

საბარგო ჩანთების,  ხელჩანთების და მისთ., სასარაჯო-საუნაგირო ნაკეთობების წარმოება

C

15.20.0

ფეხსაცმლის წარმოება

C

16.10.0

ხის ხერხვა და რანდვა

C

16.21.0

შპონის ფურცლების და ხის პანელების წარმოება

C

16.22.0

ასაწყობი იატაკის საფარების წარმოება

C

16.23.0

მშენებლობაში გამოსაყენებელი სხვა სახუროო და სადურგლო ნაკეთობების წარმოება

C

16.24.0

ხის ტარის წარმოება

C

16.29.0

ხის სხვა პროდუქტების წარმოება; ნაკეთობების წარმოება კორპის, ჩალის და წნული მასალებისაგან

C

17.11.0

ქაღალდის მასის წარმოება

C

17.12.0

ქაღალდის და მუყაოს წარმოება

C

17.21.0

გოფრირებული ქაღალდის და მუყაოს, ქაღალდის და მუყაოს ტარის წარმოება

C

17.22.0

საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის ნაწარმის წარმოება

C

17.23.0

ქაღალდის საკანცელარიო საკუთნოების წარმოება

C

17.24.0

შპალერის წარმოება

C

17.29.0

სხვა ნაწარმის წარმოება ქაღალდისა და მუყაოსაგან

C

18.11.0

გაზეთების ბეჭდვა

C

18.12.0

სხვა ბეჭდვითი საქმიანობა

C

18.13.0

ბეჭდვის და ინფორმაციის გავრცელების მოსამზადებელი მომსახურება

C

18.14.0

საამკინძაო და მასთან დაკავშირებული მომსახურება

C

18.20.0

მედია-ჩანაწერების აღწარმოება

C

20.16.0

პლასტმასის წარმოება პირველად ფორმებში

C

20.17.0

სინთეზური კაუჩუკის წარმოება პირველად ფორმებში

C

20.20.0

პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პროდუქტების წარმოება

C

20.30.0

საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება

C

20.41.0

საპნის და სარეცხი საშუალებების, საწმენდი და საპრიალებელი საშუალებების წარმოება

C

20.42.0

პარფიუმერული და ტუალეტის საშუალებების წარმოება

C

20.52.0

წებოს წარმოება

C

20.53.0

ეთერზეთების წარმოება

C

20.59.0

სხვა ქიმიური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის

C

21.20.0

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება

C

22.11.0

რეზინის საბურავების და კამერების წარმოება; რეზინის საბურავების აღდგენა და კაპიტალური რემონტი

C

22.19.0

რეზინის სხვა ნაწარმის წარმოება

C

22.21.0

პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილების და პროფილების წარმოება

C

22.22.0

პლასტმასის საფუთავების წარმოება

C

22.23.0

პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება

C

22.29.0

პლასტმასის სხვა ნაწარმის წარმოება

C

23.11.0

ფურცლოვანი მინის წარმოება

C

23.12.0

ფურცლოვანი მინის დაყალიბება და დამუშავება

C

23.13.0

ღრუ მინის წარმოება

C

23.14.0

ბოჭკოვანი მინის წარმოება

C

23.19.0

მინის სხვა ნაწარმის წარმოება და დამუშავება, ტექნიკური მინის ნაწარმის ჩათვლით

C

23.20.0

ცეცხლგამძლე ნაწარმის წარმოება

C

23.31.0

კერამიკული საფარების და ფილების წარმოება

C

23.32.0

აგურის, კრამიტის და სხვა სამშენებლო პროდუქციის წარმოება გამომწვარი თიხისაგან

C

23.41.0

კერამიკული საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნაკეთობების წარმოება

C

23.42.0

კერამიკული სანტექნიკური ნაკეთობების წარმოება

C

23.43.0

კერამიკული იზოლატორების და საიზოლაციო ფიტინგების წარმოება

C

23.44.0

სხვა ტექნიკური კერამიკული პროდუქტების წარმოება

C

23.49.0

სხვა კერამიკული ნაკეთობების წარმოება

C

23.51.0

ცემენტის წარმოება

C

23.52.0

კირის და ბათქაშის წარმოება

C

23.61.0

ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის

C

23.62.0

ბათქაშის პროდუქტების წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის

C

23.63.1

ბეტონის წარმოება

C

23.63.2

ასფალტბეტონის წარმოება

C

23.64.0

ნარევების წარმოება

C

23.65.0

ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება

C

23.69.0

სხვა ნაკეთობების წარმოება ბეტონისგან, ბათქაშისა და ცემენტისაგან

C

23.70.0

ქვის ჭრა, დამუშავება და მოპირკეთება

C

23.91.0

აბრაზიული პროდუქტების წარმოება

C

23.99.0

სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

24.10.0

თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება

C

24.20.0

ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება

C

24.41.0

ძვირფასი ლითონების წარმოება

C

24.42.0

ალუმინის წარმოება

C

24.43.0

ტყვიის, თუთიის და კალის წარმოება

C

24.44.0

სპილენძის წარმოება

C

24.45.0

სხვა ფერადი ლითონების წარმოება

C

24.51.0

თუჯის ჩამოსხმა

C

24.52.0

ფოლადის ჩამოსხმა

C

24.53.0

მსუბუქი ლითონების ჩამოსხმა

C

24.54.0

სხვა ფერადი ლითონების ჩამოსხმა

C

25.11.0

ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და ნაწილების წარმოება

C

25.12.0

ლითონის კარების და ფანჯრების წარმოება

C

25.21.0

ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება

C

25.29.0

ლითონის სხვა ცისტერნების, რეზერვუარების და ტევადობების წარმოება

C

25.30.0

ორთქლის გენერატორების წარმოება, ცენტრალური გათბობის ცხელი წყლის ბოილერების გარდა

C

25.50.0

ლითონის ჭედვა, წნეხა, შტამპვა და გლინვა; ფხვნილოვანი მეტალურგია

C

25.61.0

ლითონის დამუშავება და დაფარვა

C

25.71.0

დანისებრი ნაკეთობების წარმოება

C

25.72.0

საკეტების, ანჯამების და სახსრების წარმოება

C

25.73.0

ინსტრუმენტების წარმოება

C

25.91.0

ლითონის კასრების და მსგავსი ტევადობების წარმოება

C

25.92.0

მსუბუქი ლითონის საფუთავების წარმოება

C

25.93.0

მავთულის ნაწარმის, ჯაჭვების და ზამბარების წარმოება

C

25.94.0

სამაგრების და ხრახნსაჭრელი ჩარხების ნაკეთობების წარმოება

C

25.99.0

ლითონის სხვა მზა ნაკეთობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის

C

26.11.0

ელექტრონული კომპონენტების წარმოება

C

27.40.0

ელექტროსანათი მოწყობილობების წარ­მოება

C

27.51.0

ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარ­მოება

C

27.52.0

არაელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება

C

27.90.0

სხვა ელექტრული მოწყობილობების წარმოება

C

30.12.0

სასეირნო და სპორტული ნავების მშენებლობა

C

30.91.0

მოტოციკლების წარმოება

C

30.92.0

ველოსიპედების და ინვალიდების ეტლების წარმოება

C

31.01.0

ავეჯის წარმოება დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის

C

31.02.0

სამზარეულო ავეჯის წარმოება

C

31.03.0

ლეიბების წარმოება

C

31.09.0

სხვა ავეჯის წარმოება

C

32.12.0

ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება

C

32.13.0

ხელოვნური ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება

C

32.20.0

მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება

C

32.30.0

სპორტული საქონლის წარმოება

C

32.40.0

თამაშების და სათამაშოების წარმოება

C

32.50.0

სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების და ნაკეთობების წარ­მოება

C

32.91.0

ცოცხების და ჯაგრისების წარმოება

C

32.99.0

სხვა ნაწარმის წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

33.11.0

ლითონის მზა ნაწარმის რემონტი

C

33.12.0

მანქანების და მოწყობილობების რემონტი

C

33.13.0

ელექტრონული და ოპტიკური მოწყობილობების რემონტი

C

33.14.0

ელექტრული მოწყობილობების რემონ­ტი

C

33.15.0

გემების და ნავების რემონტი და ტექნიკური მომსახურება

C

33.17.0

სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება

C

33.19.0

სხვა მოწყობილობების რემონტი

C

33.20.0

სამრეწველო ტექნიკის და მოწყობილობების დაყენება

E

38.11.0

არასახიფათო ნარჩენების შეგროვება

E

38.21.0

არასახიფათო ნარჩენების დამუშავება და მოცილება

E

39.00.0

დაბინძურებისაგან გასუფთავება და ნარჩენების მართვის სხვა მომსახურება

F

41.10.0

სამშენებლო პროექტების შემუშავება

F

43.21.0

ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები

F

43.22.0

წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი

F

43.29.0

სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

F

43.31.0

საბათქაშე სამუშაოები

F

43.32.0

სადურგლო და სახუროო სამუშაოები

F

43.33.0

იატაკის დაგება და კედლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები

F

43.34.1

მინის სამუშაოები

F

43.34.2

სამღებრო სამუშაოები

F

43.39.0

სხვა მოსაპირკეთებელი სამუშაოები

F

43.91.0

გადახურვის სამუშაოები

G

45.20.0

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი

G

45.32.0

საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით

G

45.40.0

მოტოციკლების, მათი ნაწილების და აქსესუარების გაყიდვა, ტექნიკური მომსახურება და რემონტი

G

47.11.0

საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით

G

47.19.0

სხვა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.21.0

საცალო ვაჭრობა ხილით და ბოს­ტნეულით სპეციალი­ზე­ბულ მაღაზიებში

G

47.22.0

საცალო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.23.0

საცალო ვაჭრობა თევზით, კიბოსნაირებით და მოლუსკებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.24.0

საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.25.0

საცალო ვაჭრობა სასმელებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.26.0

საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.29.0

საცალო ვაჭრობა სხვა საკვები პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.30.9

საცალო ვაჭრობა საპოხი, საცივებელი პროდუქტებით და სხვა საავტომობილო სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.42.0

საცალო ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.43.0

საცალო ვაჭრობა აუდიო- და ვიდეომოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.51.0

საცალო ვაჭრობა ტექსტილით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.52.0

საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.53.0

საცალო ვაჭრობა ხალიჩებით, ფარდაგებით, კედლის და იატაკის საფარებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.54.0

საცალო ვაჭრობა ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.59.1

საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ავეჯით

G

47.59.2

საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით, თიხის ჭურჭლით, ფაიფურით და სამზარეულოს საკუთნოებით

G

47.59.3

საცალო ვაჭრობა არაელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით

G

47.59.4

საცალო ვაჭრობა მუსიკალური ინსტრუმენტებით და პარტიტურებით

G

47.59.9

საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

G

47.61.0

საცალო ვაჭრობა წიგნებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.62.0

საცალო ვაჭრობა გაზეთებით, ჟურნალებით და საკანცელარიო ნივთებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.63.0

საცალო ვაჭრობა მუსიკალური და ვიდეოჩანაწერებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.64.0

საცალო ვაჭრობა სპორტული მოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.65.0

საცალო ვაჭრობა თამაშებით და სათამაშოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.71.0

საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.72.1

საცალო ვაჭრობა ფეხსაცმლით

G

47.72.2

საცალო ვაჭრობა ტყავის ნაწარმით

G

47.73.0

საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.74.0

საცალო ვაჭრობა სამედიცინო და ორთოპედიული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.75.0

საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და ტუალეტის ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.76.0

საცალო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებით და შინაური ცხოველების საკვებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.77.0

საცალო ვაჭრობა საათებით და ძვირფასეულობით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.78.0

საცალო ვაჭრობა სხვა ახალი საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47.79.1

 საცალო ვაჭრობა ანტიკვარიატით

G

47.79.2

საცალო ვაჭრობა ნახმარი წიგნებით

G

47.79.3

საცალო ვაჭრობის აუქციონების საქმიანობა

G

47.79.4

საცალო ვაჭრობა სხვა ნახმარი საქონლით

G

47.91.1

საცალო ვაჭრობა საფოსტო შეკვეთით ან ინტერნეტის საშუალებით

G

47.91.2

ინტერნეტ-აუქციონების საცალო ვაჭრობა

H

52.10.0

დასაწყობება და შენახვა

H

53.20.0

სხვა საფოსტო და საკურიერო მომსახურება

I

55.10.1

სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით

I

55.10.2

სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე

I

55.20.0

დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები

I

55.30.0

კემპინგის მოედნები, ავტოფურგონების მოედნები და ტრეილერ-პარკები

I

55.90.0

სხვა განთავსების საშუალებები

I

56.10.0

რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები

I

56.21.0

საკვების მიწოდება ღონისძიებებისათვის

I

56.29.0

საკვებით მომსახურების სხვა საქმიანობები

I

56.30.0

სასმელებით მომსახურების საქმიანობები

J

58.11.0

წიგნების გამოცემა

J

58.12.0

ცნობარების და სამისამართო სიების გამოცემა

J

58.13.0

გაზეთების გამოცემა

J

58.14.0

ჟურნალების და პერიოდიკის გამოცემა

J

58.19.0

საგამომცემლო საქმიანობის სხვა სახეები

J

58.21.0

კომპიუტერული თამაშების გამოცემა

J

58.29.0

სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა

J

59.11.0

კინოფილმების, ვიდეო- და სატელევიზიო პროგრამების წარმოება

J

59.14.0

კინოფილმების ჩვენება

J

59.20.0

ხმის ჩაწერის და მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო საქმიანობები

J

62.01.0

კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები

M

69.10.9

სხვა იურიდიული საქმიანობები

M

69.20.0

სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება

M

70.22.0

საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში

M

71.11.0

არქიტექტურული საქმიანობები

M

71.12.0

საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება

M

71.20.0

ტექნიკური გამოცდები და ანალიზები

M

72.11.0

კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში

M

72.19.0

სხვა კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში

M

73.11.0

სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა

M

74.10.0

სპეციალიზებული დიზაინერული საქმიანობები

M

74.20.0

ფოტოგრაფიული საქმიანობები

M

74.30.0

მთარგმნელობითი (წერილობითი და ზეპირი) საქმიანობები

M

74.90.0

სხვა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

M

75.00.0

ვეტერინარული საქმიანობები

N

78.10.0

დასაქმების სააგენტოების საქმიანობები

N

79.11.0

ტურისტული სააგენტოების საქმიანობები

N

79.12.0

ტურ-ოპერატორების საქმიანობები

N

79.90.0

დაჯავშნის სხვა მომსახურება და მასთან დაკავშირებული საქმიანობები

N

81.10.0

ობიექტების კომპლექსური დამხმარე მომსახურება

N

81.21.0

შენობების საერთო დასუფთავება

N

81.29.0

დასუფთავების სხვა საქმიანობები

N

82.11.0

კომპლექსური საოფისე ადმინისტრაციული მომსახურების საქმიანობები

N

82.19.0

ფოტოასლგადამღები, დოკუმენტების მოსამზადებელი და სხვა სპეციალიზებული საოფისე დამხმარე საქმიანობები

N

82.20.0

სატელეფონო ცენტრების მომსახურება

N

82.30.0

კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება

N

82.92.0

შეფუთვის საქმიანობები

P

85.10.0

ადრეული და სკოლამდელი განათლება

P

85.51.0

განათლება სპორტის  და დასვენების სფეროში

P

85.52.0

განათლება კულტურის სფეროში

P

85.53.0

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მოსამზადებელი სკოლების საქმიანობები

P

85.59.0

სხვა განათლება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

P

85.60.0

დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობები

Q

87.30.0

რეზიდენტული მოვლის საქმიანობები ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

Q

88.91.0

ბავშვთა დღიური მოვლის საქმიანობები

R

90.03.0

მხატვრული შემოქმედება

R

91.01.0

ბიბლიოთეკების და არქივების საქმიანობები

R

93.11.0

სპორტული ობიექტების საქმიანობები

R

93.13.0

ფიტნესის ობიექტები

R

93.19.0

სხვა სპორტული საქმიანობები

R

93.21.0

გასართობი პარკების და თემატური პარკების საქმიანობები

R

93.29.0

გართობის და დასვენების სხვა საქმიანობები

S

95.11.0

კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების რემონტი

S

95.12.0

საკომუნიკაციო მოწყობილობების რემონტი

S

95.21.0

საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის რემონტი

S

95.22.0

საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების, სახლის და ბაღის მოწყობილობების რემონტი

S

95.23.0

ფეხსაცმლის და ტყავის ნაწარმის რემონტი

S

95.24.0

ავეჯის და საოჯახო საკუთნოების რემონტი

S

95.25.0

საათების და ძვირფასეულობის რემონტი

S

95.29.0

სხვა პირადი და საყოფაცხოვრებო საგნების რემონტი

S

96.01.0

ტექსტილის და ბეწვეულის პროდუქციის რეცხვა და ქიმწმენდა

S

96.02.0

საპარიკმახეროების და სხვა სილამაზის სალონების მომსახურება

S

96.03.0

დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები

S

96.04.0

გამაჯანსაღებელი საქმიანობები

S

96.09.0

სხვა პერსონალური მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი.“;

 

თ) თავი II  ამოღებულ იქნეს;

ი) დაემატოს  შემდეგი შინაარსის III თავი:

 

„თავიIII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 30. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხეების დაძლევის მიზნით, ამ დადგენილების I თავისა და დანართ №6-ის მიზნებისათვის დაწესდეს გარდამავალი პერიოდი.

 

მუხლი 31. ამ თავის 30-ე მუხლით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდი განისაზღვროს 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.

 

მუხლი 32. ამ თავის 30-ე და 31-ე მუხლებით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ამ დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში − „აწარმოე საქართველოში“:

 

1. პირველ  მუხლში:

 

ა)  „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში, ქ. თბილისისა  და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიების გარდა, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე;“;

 

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) რესტრუქტურიზებული სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტი.“.

 

2. მე-5 მუხლის:

 

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტის/ლიზინგის მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ/რესტრუქტურიზებულ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.“;

 

 ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყებას, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში – პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებათ 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში;“;

 

 გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში, საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებას კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) წლისა, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე, საქმიანობის დაწყებას ან/და, არსებულის გაფართოების/ გადაიარაღების შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებათ 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში;“;

 

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საერთაშორისო ბრენდის მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 (ორმოცდაერთი)  თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. მხოლოდ იმ ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც საერთაშორისო ბრენდით საქმიანობა მოუწიათ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე. საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის პროგრამის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის სააგენტოს მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან სააგენტოს მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი.“.

 

3. მე-6 მუხლის:

 

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“;

 

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“;

 

გ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული საწარმოს გაფართოებისთვის/ გადაიარაღებისათვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის  პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს.

ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ პროგრამის როგორც მიმდინარე, ასევე იმ ბენეფიციარებს, რომელთა მიმართ უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და ბენეფიციარის მხრიდან შესრულებულია სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში სესხის აღების შესაძლებლობა აქვთ პროგრამის იმ ბენფიციარებს, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა ამ  დადგენილების ამოქმედების შემდეგ აღარ თავსდება დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“;

 

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 4,000,000.0 (ოთხი მილიონი) ლარს.“;

 

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პროგრამის ბენეფიციარისთვის/ პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს.“;

 

ვ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ პროგრამის ფარგლებში, ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტი კომერციული ბანკის მიერ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

ა) წარმოებისათვის/საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად − კრედიტის მოცულობის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა;

ბ) საბრუნავი საშუალებების შესაძენად – კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა.“;

 

ზ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს:

 

თ)  მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის ან სხვა კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული კრედიტის რესტრუქტურიზების/ რეფინანსირების შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება  12 თვით, შესაბამისად იზრდება სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში აღებული სესხების პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას/რეფინანსირებისას;“;

 

ი)  მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სხვა კომერციული ბანკის მიერ კრედიტის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში არ უნდა იზრდებოდეს სესხის საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, თუ ხდება პროგრამის ფარგლებში ადრე აღებული რამდენიმე სესხის დაფარვა/გადაფარვა, კომერციული ბანკი ვალდებულია, რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხი გასცეს დაფარული/გადაფარული სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთში;“.

 

4.  61 მუხლის:

 

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გარდამავალ პერიოდში გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ლიზინგის საგნის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული ლიზინგის საგნის დაფინანსების 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული ლიზინგის საგნის ვადით.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე/პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა პროგრამის მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს.

პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის პროექტების ღირებულებათა ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს.

ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ პროგრამის როგორც მიმდინარე, ასევე იმ ბენეფიციარებს, რომელთა მიმართ უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და ბენეფიციარის მხრიდან შესრულებულია სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების შესაძლებლობა აქვთ პროგრამის იმ ბენფიციარებს, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ აღარ თავსდება დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“;

 

გ)  მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

დ)  მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გაცემული სალიზინგო პროექტის სხვა ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გამოიყენოს არაუმეტეს ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული მიმდინარე საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, თუ ხდება პროგრამის ფარგლებში ადრე აღებული რამდენიმე სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გამოიყენოს დაფარული/გადაფარული სალიზინგო პროექტების ფარგლებში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი;“;

 

ე) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება დამატებით 12 თვით.“.

 

5. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

 

ობიექტის კოდი

დასახელება

A

03.11.0

საზღვაო თევზჭერა

A

03.21.0

საზღვაო აკვაკულტურა

C

10.84.0

სუნელ-სანელებლების და საკაზმ-სანელებლების წარმოება

C

10.92.0

მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის

C

11.07.1

მინერალური წყლების წარმოება

C

11.07.2

უალკოჰოლო არომატიზებული და/ან დამტკბარი სასმელების წარმოება, როგორიცაა: ლიმონათი, ხილის სასმელები, კოლა, ორანჟადი, ტონიკები და მისთ.

C

11.07.3

მტკნარი სასმელი წყლის წარმოება

C

13.10.0

ტექსტილის ბოჭკოს მომზადება და დართვა

C

13.20.0

ტექსტილის წარმოება

C

13.30.0

ტექსტილის გაწყობა

C

13.91.0

ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ქსოვილების წარმოება

C

13.92.0

ტექსტილის მზა ნაწარმის წარმოება,  ტანსაცმლის გარდა

C

13.93.0

ხალიჩების და ფარდაგების წარმოება

C

13.94.0

თოკების,  ბაგირების და ბადეების წარმოება

C

13.95.0

უქსოვადი ნაწარმის წარმოება,  ტანსაცმლის გარდა

C

13.96.0

სხვა ტექნიკური და სამრეწველო ტექსტილის ნაწარმის წარმოება

C

13.99.0

ტექსტილის სხვა ნაწარმის წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

14.11.0

ტყავის ტანსაცმლის წარმოება

C

14.12.0

სპეცტანსაცმლის წარმოება

C

14.13.0

სხვა ზედა ტანსაცმლის წარმოება

C

14.14.0

საცვლების წარმოება

C

14.19.0

სხვა ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება

C

14.20.0

ბეწვეულის ნაწარმის წარმოება

C

14.31.0

ტრიკოტაჟის და ნაქსოვი წინდების წარმოება

C

14.39.0

ნაქსოვი და ტრიკოტაჟის სხვა ტანსაცმლის წარმოება

C

15.11.0

ტყავის თრიმვლა და გამოქნა; ბეწვეულის გამოქნა და ღებვა

C

15.12.0

საბარგო ჩანთების,  ხელჩანთების და მისთ.,

სასარაჯო-საუნაგირო ნაკეთობების წარმოება

C

15.20.0

ფეხსაცმლის წარმოება

C

16.10.0

ხის ხერხვა და რანდვა

C

16.21.0

შპონის ფურცლების და ხის პანელების წარმოება

C

16.22.0

ასაწყობი იატაკის საფარების წარმოება

C

16.23.0

მშენებლობაში გამოსაყენებელი სხვა სახუროო და სადურგლო ნაკეთობების წარმოება

C

16.24.0

ხის ტარის წარმოება

C

16.29.0

ხის სხვა პროდუქტების წარმოება; ნაკეთობების წარმოება კორპის, ჩალის და წნული მასალებისაგან

C

17.11.0

ქაღალდის მასის წარმოება

C

17.12.0

ქაღალდის და მუყაოს წარმოება

C

17.21.0

გოფრირებული ქაღალდის და მუყაოს, ქაღალდის და მუყაოს ტარის წარმოება

C

17.22.0

საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის ნაწარმის წარმოება

C

17.23.0

ქაღალდის საკანცელარიო საკუთნოების წარმოება

C

17.24.0

შპალერის წარმოება

C

17.29.0

სხვა ნაწარმის წარმოება ქაღალდისა და მუყაოსაგან

C

18.14.0

საამკინძაო და მასთან დაკავშირებული მომსახურება

C

19.10.0

საკოქსავი ღუმელების პროდუქტების წარმოება

C

19.20.0

ნავთობპროდუქტების წარმოება

C

20.11.0

სამრეწველო აირების წარმოება

C

20.12.0

საღებარების და პიგმენტების წარმოება

C

20.13.0

სხვა არაორგანული ძირითადი ქიმიკატების წარმოება

C

20.14.0

სხვა ორგანული ძირითადი ქიმიკატების წარმოება

C

20.15.2

აზოტის ნაერთების წარმოება

C

20.16.0

პლასტმასის წარმოება პირველად ფორმებში

C

20.17.0

სინთეზური კაუჩუკის წარმოება პირველად ფორმებში

C

20.20.0

პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პროდუქტების წარმოება

C

20.30.0

საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება

C

20.41.0

საპნის და სარეცხი საშუალებების, საწმენდი და საპრიალებელი საშუალებების წარმოება

C

20.42.0

პარფიუმერული და ტუალეტის საშუალებების წარმოება

C

20.52.0

წებოს წარმოება

C

20.53.0

ეთერზეთების წარმოება

C

20.59.0

სხვა ქიმიური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის

C

20.60.0

ხელოვნური ბოჭკოს წარმოება

C

21.10.0

ძირითადი ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება

C

21.20.0

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება

C

22.11.0

რეზინის საბურავების და კამერების წარმოება; რეზინის საბურავების აღდგენა და კაპიტალური რემონტი

C

22.19.0

რეზინის სხვა ნაწარმის წარმოება

C

22.21.0

პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილების და პროფილების წარმოება

C

22.22.0

პლასტმასის საფუთავების წარმოება

C

22.23.0

პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება

C

22.29.0

პლასტმასის სხვა ნაწარმის წარმოება

C

23.11.0

ფურცლოვანი მინის წარმოება

C

23.12.0

ფურცლოვანი მინის დაყალიბება და დამუშავება

C

23.13.0

ღრუ მინის წარმოება

C

23.14.0

ბოჭკოვანი მინის წარმოება

C

23.19.0

მინის სხვა ნაწარმის წარმოება და დამუშავება, ტექნიკური მინის ნაწარმის ჩათვლით

C

23.20.0

ცეცხლგამძლე ნაწარმის წარმოება

C

23.31.0

კერამიკული საფარების და ფილების წარმოება

C

23.32.0

აგურის, კრამიტის და სხვა სამშენებლო პროდუქციის წარმოება გამომწვარი თიხისაგან

C

23.41.0

კერამიკული საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნაკეთობების წარმოება

C

23.42.0

კერამიკული სანტექნიკური ნაკეთობების წარმოება

C

23.43.0

კერამიკული იზოლატორების და საიზოლაციო ფიტინგების წარმოება

C

23.44.0

სხვა ტექნიკური კერამიკული პროდუქტების წარმოება

C

23.49.0

სხვა კერამიკული ნაკეთობების წარმოება

C

23.51.0

ცემენტის წარმოება

C

23.52.0

კირის და ბათქაშის წარმოება

C

23.61.0

ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის

C

23.62.0

ბათქაშის პროდუქტების წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის

C

23.63.1

ბეტონის წარმოება

C

23.63.2

ასფალტბეტონის წარმოება

C

23.64.0

ნარევების წარმოება

C

23.65.0

ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება

C

23.69.0

სხვა ნაკეთობების წარმოება ბეტონისგან, ბათქაშისა და ცემენტისაგან

C

23.70.0

ქვის ჭრა, დამუშავება და მოპირკეთება

C

23.91.0

აბრაზიული პროდუქტების წარმოება

C

23.99.0

სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

24.10.0

თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება

C

24.20.0

ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება

C

24.31.0

წნელების ცივად ადიდვა

C

24.32.0

ვიწრო ზოლების ცივად გლინვა

C

24.33.0

ცივად დაყალიბება ან დანარიმანდება

C

24.34.0

მავთულის ცივად ადიდვა

C

24.41.0

ძვირფასი ლითონების წარმოება

C

24.42.0

ალუმინის წარმოება

C

24.43.0

ტყვიის, თუთიის და კალის წარმოება

C

24.44.0

სპილენძის წარმოება

C

24.45.0

სხვა ფერადი ლითონების წარმოება

C

24.51.0

თუჯის ჩამოსხმა

C

24.52.0

ფოლადის ჩამოსხმა

C

24.53.0

მსუბუქი ლითონების ჩამოსხმა

C

24.54.0

სხვა ფერადი ლითონების ჩამოსხმა

C

25.11.0

ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და ნაწილების წარმოება

C

25.12.0

ლითონის კარების და ფანჯრების წარმოება

C

25.21.0

ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება

C

25.29.0

ლითონის სხვა ცისტერნების, რეზერვუარების და ტევადობების წარმოება

C

25.30.0

ორთქლის გენერატორების წარმოება, ცენტრალური გათბობის ცხელი წყლის ბოილერების გარდა

C

25.61.0

ლითონის დამუშავება და დაფარვა

C

25.62.0

მანქანათმშენებლობის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები

C

25.71.0

დანისებრი ნაკეთობების წარმოება

C

25.72.0

საკეტების, ანჯამების და სახსრების წარმოება

C

25.73.0

ინსტრუმენტების წარმოება

C

25.91.0

ლითონის კასრების და მსგავსი ტევადობების წარმოება

C

25.92.0

მსუბუქი ლითონის საფუთავების წარმოება

C

25.93.0

მავთულის ნაწარმის, ჯაჭვების და ზამბარების წარმოება

C

25.94.0

სამაგრების და ხრახნსაჭრელი ჩარხების ნაკეთობების წარმოება

C

25.99.0

ლითონის სხვა მზა ნაკეთობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის

C

26.11.0

ელექტრონული კომპონენტების წარმოება

C

26.12.0

ჩასატვირთი ელექტრონული პლატების წარმოება

C

26.20.0

კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების წარმოება

C

26.30.0

საკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოება

C

26.40.0

სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოება

C

26.51.0

ინსტრუმენტების და ხელსაწყოების წარმოება გაზომვისთვის, ტესტირებისა და ნავიგაციისათვის

C

26.52.0

საათების წარმოება

C

26.60.0

ირადიაციული, ელექტროსამედიცინო და ელექტროთერაპიული მოწყობილობების წარმოება

C

26.70.0

ოპტიკური ინსტრუმენტების და ფოტოგრაფიული მოწყობილობების წარმოება

C

26.80.0

მაგნიტური და ოპტიკური მედიასაშუალებების წარმოება

C

27.11.0

ელექტროძრავების, გენერატორების და ტრანსფორმატორების წარმოება

C

27.12.0

ელექტროგამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურის წარმოება

C

27.20.0

ბატარეების და აკუმულატორების წარმოება

C

27.31.0

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების წარმო­ება

C

27.32.0

სხვა ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება

C

27.33.0

სადენიანი ხელსაწყოების წარმოება

C

27.40.0

ელექტროსანათი მოწყობილობების წარ­მოება

C

27.51.0

ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარ­მოება

C

27.52.0

არაელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება

C

27.90.0

სხვა ელექტრული მოწყობილობების წარმოება

C

28.11.0

ძრავების და ტურბინების წარმოება, საფრენი აპარატების, ავტოტრანსპორტის და მოტოციკლების ძრავების გარდა

C

28.12.0

ჰიდრავლიკური და პნევმატური მოწყობილობების წარმოება

C

28.13.0

სხვა ტუმბოების და კომპრესორების წარმოება

C

28.14.0

სხვა ონკანების და სარქველების წარ­მოება

C

28.15.0

საკისრების, კბილანების, კბილანა გადაცემების და ამძრავების ელემენტების წარმოება

C

28.21.0

ღუმელების და ღუმელების სანთურების წარმოება

C

28.22.0

ამწე-სატრანსპორტო, სატვირთავ-გასატვირთავი და სასაწყობო მოწყობილობების წარმოება

C

28.23.0

საოფისე ტექნიკის და მოწყობილობების წარმოება (კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების გარდა)

C

28.24.0

ხელის მექანიზებული ინსტრუმენტების წარმოება

C

28.25.0

არასაყოფაცხოვრებო მაცივებელი და სავენტილაციო მოწყობილობების წარმოება

C

28.29.0

საერთო დანიშნულების სხვა მანქანების წარმოება სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

28.30.0

სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება

C

28.41.0

ლითონის დასამუშავებელი მოწყობილობების წარმოება

C

28.49.0

სხვა ჩარხების წარმოება

C

28.91.0

მანქანების და მოწყობილობების წარ­მოება მეტალურგიისათვის

C

28.92.0

მანქანების და მოწყობილობების წარმოება სამთომოპოვებითი მრეწველობისთვის, კარიერების დამუშავებისა და მშენებლობისათვის

C

28.93.0

კვების პროდუქტების, სასმელების, თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის დასამზა­დე­ბე­ლი მანქანების და მოწყობილობების წარ­მოება

C

28.94.0

ტექსტილის, ტანსაცმლის და ტყავის ნაწარმის დასამზადებელი მანქანების და მოწყობილობების წარმოება

C

28.95.0

მანქანების და მოწყობილობების წარ­მოება ქაღალდის და მუყაოს დასამზა­დებლად

C

28.96.0

პლასტმასის და რეზინის დასამუშავებელი მანქანების და მოწყობილობების წარ­მოება

C

28.99.0

სპეციალური დანიშნულების სხვა მანქანების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

29.10.0

ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმოება

C

29.20.0

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარების წარმოება;    მისაბმელების და ნახევარმისაბმელების წარმოება

C

29.31.0

ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების წარმოება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის

C

29.32.0

სხვა ნაწილების და აქსესუარების წარმოება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის

C

30.11.0

გემების და მცურავი კონსტრუქციების მშენებლობა

C

30.12.0

სასეირნო და სპორტული ნავების მშენებლობა

C

30.20.0

სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება

C

30.30.0

საჰაერო და კოსმოსური საფრენი აპარატების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების წარმოება

C

30.91.0

მოტოციკლების წარმოება

C

30.92.0

ველოსიპედების და ინვალიდების ეტლების წარმოება

C

30.99.0

სხვა სატრანსპორტო საშუალებების და მოწყობილობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

31.01.0

ავეჯის წარმოება დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის

C

31.02.0

სამზარეულო ავეჯის წარმოება

C

31.03.0

ლეიბების წარმოება

C

31.09.0

სხვა ავეჯის წარმოება

C

32.11.0

მონეტების მოჭრა

C

32.12.0

ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება

C

32.13.0

ხელოვნური ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება

C

32.20.0

მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება

C

32.30.0

სპორტული საქონლის წარმოება

C

32.40.0

თამაშების და სათამაშოების წარმოება

C

32.50.0

სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების და ნაკეთობების წარ­მოება

C

32.91.0

ცოცხების და ჯაგრისების წარმოება

C

32.99.0

სხვა ნაწარმის წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

C

33.11.0

ლითონის მზა ნაწარმის რემონტი

C

33.15.0

გემების და ნავების რემონტი და ტექნიკური მომსახურება

C

33.16.0

საჰაერო და კოსმოსური ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება

I

55.10.1

სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით

I

55.10.2

სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე

I

55.20.0

დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები

J

58.11.0

წიგნების გამოცემა

J

58.12.0

ცნობარების და სამისამართო სიების გამოცემა

J

58.13.0

გაზეთების გამოცემა

J

58.14.0

ჟურნალების და პერიოდიკის გამოცემა

J

58.19.0

საგამომცემლო საქმიანობის სხვა სახეები

J

63.11.0

მონაცემთა დამუშავება, განთავსება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები

M

71.20.0

ტექნიკური გამოცდები და ანალიზები

N

82.20.0

სატელეფონო ცენტრების მომსახურება

P

85.32.0

პროფესიული განათლება

Q

86.90.0

ჯანდაცვის სხვა საქმიანობები.“.

 

6. ამ თავით დადგენილი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დადგენილების დანართ  №3-დან  ამოღებულ  იქნეს  სასტუმრო  ინდუსტრიის  დანართ  №6-ით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალი.

 

7. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დადგენილების დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №6

 

     

ლოტი 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

გურია

სამეგრელო-ზემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი:

ქ. ბათუმი

ლანჩხუთი

ზუგდიდი

ქობულეთი

ჩოხატაური

წალენჯიხა

ხელვაჩაური

ოზურგეთი

მესტია

ქედა

 

აბაშა

შუახევი

 

სენაკი

ხულო

 

მარტვილი

 

 

ჩხოროწყუ

 

 

ხობი

 

 

ფოთი

ლოტი 2

მცხეთა-მთიანეთი

შიდა ქართლი

კახეთი

მუნიციპალიტეტი:

თიანეთი

გორი

საგარეჯო

ყაზბეგი

კასპი

სიღნაღი

მცხეთა

ქარელი

დედოფლისწყარო

დუშეთი

ხაშური

ლაგოდეხი

 

 

ყვარელი

 

 

ახმეტა

 

 

თელავი

 

 

გურჯაანი

ლოტი 3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

იმერეთი

მუნიციპალიტეტი:

ლენტეხი

ქ. ქუთაისი

ცაგერი

ზესტაფონი

ონი

თერჯოლა

ამბროლაური

ხარაგაული

 

საჩხერე

 

ჭიათურა

 

ტყიბული

 

სამტრედია

 

წყალტუბო

 

ბაღდათი

 

ხონი

 

ვანი

ლოტი 4

სამცხე-ჯავახეთი

ქვემო ქართლი

მუნიციპალიტეტი:

ახალციხე

ბოლნისი

ასპინძა

გარდაბანი

ადიგენი

დმანისი

ახალქალაქი

თეთრიწყარო

ბორჯომი

მარნეული

ნინოწმინდა

ქ. რუსთავი

 

წალკა

ლოტი 5

მუნიციპალიტეტი:

ქ. თბილისი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია