დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 349 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.022063 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;“. 2. 82 მუხლს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ – „თ6“ ქვეპუნქტები: „თ1) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავს (და არ შემოიფარგლება) ეკონომიკური და ფინანსური, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის უზრუნველყოფას, რესურსებისა და პროცესების ეფექტიანობის ანალიზს; თ2) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა მოპოვება/დამუშავება/ განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა; თ3) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ4) საინფორმაციო სტატისტიკური ბაზების შექმნა; თ5) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ერთიანი სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება; სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით, სამოქმედო გეგმების შემუშავება; თ6) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;“. 3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი 1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვით, მათი მომსახურებითა და განვითარებით ხელი შეუწყოს სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. 2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, საქსელო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა მათი ეფექტიანი ადმინისტრირების, მომსახურებისა და განვითარების გზით; ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება; ინფორმაციული სისტემების განვითარების ერთიანი პლატფორმის განსაზღვრა მათი ურთიერთინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით; გ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისათვის დაგეგმილი პროექტების განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება; დ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მომუშავე სამსახურების (პირების) მეთოდური ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია; ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში დაგეგმილი ყველა საინფორმაციო ტექნოლოგიური პროექტის კოორდინაცია.“.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ფუნქციის სხვა დაქვემდებარებაში გატანის მიზნით, განხორციელდეს თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნა შესაბამის თანამდებობებზე.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 10 ივნისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები