„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიცპალიტტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნომებრის N35 დადგენილბაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიცპალიტტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნომებრის N35 დადგენილბაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016403
16
05/06/2020
ვებგვერდი, 08/06/2020
010260020.35.152.016403
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიცპალიტტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნომებრის N35 დადგენილბაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2020 წლის 5 ივნისი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 21 ნოემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის  და  საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/11/2017, ს/კ 010260020.35.152.016315) კერძოდ:

1. დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „რ​1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-15 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი ახორციელებს “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს”.

3. დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.

4. დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მერიის დებულების მე-17 მუხლს დაემატოს „დ“ პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„დ) მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და სხვა პირები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი