დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016400 |
|
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
|
| მუხლი 1 |
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული დუშეთის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 მაისის N48 დადგენილება-„მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი (210.020.010.35.152.004.208).
|
| მუხლი 3 |
|
|
დანართი №1
|
საქართველო
|
დანართი №2
|
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
1. ეს წესი შემუშავებულია „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში - პასუხისმგებელი პირი) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე. |
მუხლი 2.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
|
|
მუხლი 3.
სანებართვო მოწმობის გაცემა და დაბრუნება
|
1. მშენებლობის
ნებართვის
გაცემაზე
(გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისა ,ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
აქტის
პროექტს
და
მოწმობას
ხელმოსაწერად
ამზადებს
დუშეთის
მუნიციპალიტეტის
მერიის
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №3-ისა. 3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. 5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს.
|
მუხლი 4.
სანებართვო მოწმობის შევსება და წარმოება
|
1. მოწმობა ივსება ლურჯი კალმით . მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით . დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა , ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე . გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული ) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით , ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს . 2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
|
მუხლი 5.
სანებართვო მოწმობის შენახვა
|
1. მოწმობის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე -5, მე -6 და მე -7 პუნქტების შესაბამისად . 2. მოწმობა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ კარადაში. 3. სათავსი, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
|
მუხლი 6.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა
|
1. სანებართვო
მოწმობის
დაკარგვის
ან
დაზიანების
შემთხვევაში
ნებართვის
გამცემი
გასცემს
დუბლიკატს
, ნებართვის
მფლობელის
მიერ
ამ
მუხლის
მე
-2 პუნქტში
მითითებული
დოკუმენტების
წარდგენის
შემთხვევაში
, დოკუმენტების
წარდგენიდან
2 დღის
ვადაში
.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით. 4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი, აღნიშვნით „დუბლიკატი“. 5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში).
|
მუხლი 7.
გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა
|
|
|
მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
დაბრუნებული ( გაფუჭებული , უვარგისი ) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი
. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5
|
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ აქტი №----- დუშეთის მუნიციპალიტეტი ------ ------------- 20__ წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი მშენებლობის უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ____________________________ სამსახურის უფროსი: ______________________________ . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები