დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 124 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017327 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“): ა) ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 38-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 565 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი);“; ბ) მე-7 პუნქტის: ბ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მე-11 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას;“; ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) მე-14 სვეტში აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის საფუძველზე შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის თანხა, რომელიც უნდა იყოს დაქირავებულისათვის ხელფასიდან დაკავებულ საშემოსავლო გადასახადის თანხასა (სვ. 11) და 150 ლარს შორის უმცირესი. მაგალითი 1. საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი (დასაქმებულის სახელით საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის ჩათვლით) შეადგენს 1500 ლარს, რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული არ სარგებლობს საგადასახადო შეღავათით. მოცემულ შემთხვევაში: ვინაიდან დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ხელფასი აღემატება 750 ლარს, საწარმო უფლებამოსილია, „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 150 ლარი (750 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი). მაგალითი 2. საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი შეადგენს 700 ლარს, რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული არ სარგებლობს საპენსიო სქემით და საგადასახადო შეღავათით. მოცემულ შემთხვევაში: საწარმო უფლებამოსილია, „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 140 ლარი (700 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი). შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ წარმოიქმნება. მაგალითი 3. საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი შეადგენს 1 700 ლარს, რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული სარგებლობს საპენსიო სქემით და საგადასახადო შეღავათით. შეღავათების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასის თანხამ შეადგინა 1 400 ლარი. მოცემულ შემთხვევაში: საწარმოს საშემოსავლო გადასახადის შესამცირებელი თანხა არ წარმოექმნება - საწარმო არ არის უფლებამოსილი „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს რაიმე თანხა, რადგან ხელფასის ოდენობა აღემატება 1500 ლარს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები