დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016428 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 დეკემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 12/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.154.016412) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 5 974,3 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტისთვის განისაზღვროს 673,1 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტი ითვალისწინებს პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობას. რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასახვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ჯანდაცვის ობიექტების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 5.1 „ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამისათვის განისაზღვროს 88,2 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 0601) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ასევე ჯანდაცვის ობიექტების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 5.1.1 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის“ ქვრპროგრამისათვის განისაზღვროს 73,8 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 01 01), ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ფუნქციონირების ხარჯების დაფინანსებას. ორგანიზაცია უზრუნველყოფს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებებს; იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვას, განხორციელების ხელშეწყობას, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფას; პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევას, დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკურ მკურნალობას; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და ხელშეწყობას. C ჰეპატიტის ელიმინაციის კვლევას. 5.1.2 „ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობის“ ქვრპროგრამისათვის განისაზღვროს 14,4 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობის სამშენებლო სამუშაოებს. 5.2 „სოციალური დაცვის“ პროგრამისათვის განისაზღვროს 584,9 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 0602)
5.2.1 „მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 354,0 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება:
5.2.2 „ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურების დაფინანსების“ ქვპროგრამისათვის განისაზღვროს 2,0 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურების ხარჯის გაცემას. თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.3 „უფასო სასადილოს ხელშეწყობის“ ქვპროგრამისათვის განისაზღვროს 80.1 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ თიანეთის უფასო სასადილო „მადლის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. უფასო სასადილო „მადლი“ ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 46 ბენეფიციარს. კვების დღიური ნორმა შეადგენს 2.05 ლარს. 5.2.4 „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის“ ქვპროგრამისათვის განისაზღვროს 148,8 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვა. ტრანსპორტი განსაზღვრული განრიგით და ტარიფით გადაადგილდება დაბა თიანეთსა და სოფლების მიმართულებით. რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობას.“ |
5.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
„
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 46,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად.“ |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები