საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.137.016493
17
02/06/2020
ვებგვერდი, 03/06/2020
210020010.35.137.016493
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2020 წლის 2 ივნისი

დაბა ადიგენი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების დასუფთავების  მოსაკრებლის გადასახადისგან.
მუხლი 2
საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან.
მუხლი 3
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახოთ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი პირებისა.
მუხლი 4
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე, რომლის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართონ ააიპ „ადიგენის დასუფთავების სამსახურის“ ადმინისტრაციას (ს/ნ 422720611).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამაზ ძაძამია