დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016329 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2012, 040030000.32.057.016087) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მომსახურება გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურებით, ხოლო სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ თვითმმართველობის ორგანოებს – უსასყიდლოდ, გარდა დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული მოცულობის მომსახურებას ლაბორატორია ახორციელებს უსასყიდლოდ;“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები