დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.142.016256 |
|
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.142.016206) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობაზე მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი ვადით და თანამდებობიდან თავისუფლდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის საფუძველზე.“. 2. მე-16 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი (წარმომადგენლის სპეციალისტი).“. 3. მე-16 მუხლის მესამე პუნქტის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი (წარმომადგენლის სპეციალისტი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი ვადით და თანამდებობიდან თავისუფლდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის საფუძველზე. წარმომადგენლის სპეციალისტის უფლებამოსილებაა ხელი შეუწყოს წარმომადგენელს მერიის დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილების შესრულებისას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები