დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.125.016001 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
მუხლი 1. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №29 განკარგულების დანართ №1-ში შეტანილ იქნეს ცვლილება: დანართით დამტკიცებულ „ტყიბული სოფ. გელათი XI ქ.“ – მიენიჭოს დავით აღმაშენებლის სახელი – „ტყიბული, სოფ. გელათი, დავით აღმაშენებლის ქ.“. მუხლი 2. დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მუხლი 3. დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 4. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას (ი. ლომთაძე). მუხლი 5. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები