დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.165.016389 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.165.016293.
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე.კ“ ქვეპუნქტი. 2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების და ამ დებულების შესაბამისად.“ 3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 13. მერის წარმომადგენელი 1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, უკონკურსოდ, არაუმეტეს მერის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .“ 2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3. მერის წარმომადგენელზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი და ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება. 4. მერის წარმომადგენელი: ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; ე) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობას განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ. ზ) უზრუნველყოფს მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. თ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამავე კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით; ი) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადების დაცვით მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას: ი.ა) დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე; ი.ბ) პირის გარდაცვალების თაობაზე. კ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს, მოხსენებითი ბარათის სახით აწვდის საჭირო ინფორმაციას და ხელს უწყობს ტექნიკური და მეთოდური დახმარების გაწევით შემდეგი ცნობებისა და ოქმების მოსამზადებლად: კ.ა) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის შესახებ; კ.ბ) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ; კ.გ) პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; კ.დ) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ; ლ) მერის წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწვდილ ყველა სახის ინფორმაციის სისწორეზე; მ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე." 4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 14. მერის წარმომადგენლის მიერ შტამპის გამოყენების წესი 1. მერის წარმომადგენელს აქვს შტამპი ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით, რომელიც ინახება მერის წარმომადგენელთან. 2. მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები