საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016342
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
29/05/2020
ვებგვერდი, 02/06/2020
010250000.35.136.016342
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/06/2020 - 28/09/2023)

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2020 წლის 29 მაისი

დაბა ხულო

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 851 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე  მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა №2  დანართის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს  ხულოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ  პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა №3 დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების,  დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის №2 დადგენილება (ვებგვერდი:03/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.136.016193).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე



დანართი №1

 

აჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები

მუხლი 1. მოქმედების სფერ

1. ეს დადგენილება განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი  საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში – ნუსხა).

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია  უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე (www.khulo.ge).

2. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტს კანონმდებლობით განსაზღვრული  სხვა  საჯარო  ინფორმაციის  პროაქტიულად  გამოქვეყნების ვალდებულებისაგან.

3. ამ  დადგენილებით  განსაზღვრულ  საჯარო  ინფორმაციასთან  ერთად  მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია;

4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებულია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა  და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები და გაცემის წესი
1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.khulo.ge) მითითებულ მერიისა და საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე   khulocitycouncil@gmail.com წერილობითი განცხადების წარდგენით.

2. ელექტრონული განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს; იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;

ბ) განმცხადებლის ელექტრონულ მისამართს და ტელეფონის ნომერს;

გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

3. ამ სტანდარტის მე-2 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ  ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს  შესაბამის ინფორმაციას, განცხადება არ განიხილება.

4. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების და საორგანიზაციო განყოფილება და რეგისტრაციაში   გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით)  უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის   ნომერზე, თუ  ის მითითებულია განცხადებაში, ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

5. განცხადება რეგისტრაციის შემდეგ რეაგირებისათვის გადაეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.

6. ელექტრონულად მომზადებული ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსი/საკრებულოს აპარატის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითმ დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.

7.  საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

8. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით.

9. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი  ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამსახური პირის თანხმობით უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით.

10. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.



დანართი №2 

ხულოს უნიციპალიტეტის აკრებულოს მიროაქტიულად გამოსაქვეყნებელი აჯარო ფორმაციის უსხა

1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

მერიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

მერიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

1.4

მერიის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.5

მერიის ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

2.4

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

ქვეყნდება ყოველწლიურად

3. ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 

3.3

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა  

ქვეყნდება კვარტალურად

3.4

ინფორმაცია თვითმმართველობის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება კვარტალურად

3.5

დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი  

ქვეყნდება კვარტალურად

3.6

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

3.7

ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

3.8

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების,საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

3.9

ინფორმაცია გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

3.10

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

3.11

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან გამოყოფილი თანხების შესახებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში

4. სამართლებრივი აქტები

4.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

4.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

5. სხვა საჯარო ინფორმაცია

5.1

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 



№3

ხულოს უნიციპალიტეტის აკრებულოს მიროაქტიულად გამოსაქვეყნებელი აჯარო ფორმაციის უსხა

1 . ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

საკრებულოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, საკრებულოს კომისიების საქმიანობისა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების შესახებ ინფორ მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.4

საკრებულოს  მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერ- მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

3. ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

4. სამართლებრივი აქტები

4.1

საკრებულოს ნორმატიული აქტები (დადგენილებები)

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში

4.2

საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები (განკარგულებები)

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში

4.3

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან  10 დღის განმავლობაში

 

შენიშვნა 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქათველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შენიშვნა 2. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის  ნორმატიულ აქტში  ცვლილების  შეტანასთან,   ინფორმაცია  უნდა  განახლდს  ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.