„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.139.016369
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
29/05/2020
ვებგვერდი, 01/06/2020
190020020.35.139.016369
„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/06/2020 - 26/06/2020)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 29 მაისი

ქ. ბორჯომი

 

„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორაგნული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.139.016154) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 საკრებულოს არათანამდებობის პირ წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ის ფარგლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

საკრებულოს (არათანამდებობის პირი) წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა).

 

საკრებულოს წევრი

ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის; ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომარჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის (საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%)

 

საკრებულოს სხვა (არათანამდებობის პირი) წევრი

562.5 (ხუთას სამოცდაორი ლარი და 50 თეთრი)

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი