,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016308
10
29/05/2020
ვებგვერდი, 01/06/2020
010250050.35.151.016308
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2020 წლის 29 მაისი

დაბა სტეფანწმინდა

 

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებით  (www.matsne.gov,ge  07/05/2018  010250050.35.151.016247) დამტკიცებულ დანართში  ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება“  შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს (,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“) დაემატოს მე-141 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,141 მუხლი. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

დ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ე) ახორციელებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს;

ვ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე