ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016367
12
29/05/2020
ვებგვერდი, 01/06/2020
010250020.35.139.016367
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2020 წლის 29 მაისი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად ,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016291, 30/04/2018 წელი) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და

1. დანართის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადასტუროს:

ა) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ცხოვრების ფაქტი;

ბ) საპრივატიზაციო საცხოვრებელ ფარტში ცხოვრების ფაქტი;

გ) გარდაცვალების ფაქტი;

დ) სამოქმედო ტერიტოიაზე მაცხოვრებლის აქტი-დახასიათება;

ე) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოქალაქეების თანაცხოვრების ფაქტი;

ვ) ფაქტი ნივთის/საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ.

2.დანართის 36-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„7. მერიის საჯარო მოსამსახურე, ამ დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი  აქტი – ბრძანება.

8. დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი – განკარგულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი