საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016368
13
29/05/2020
ვებგვერდი, 01/06/2020
210020010.35.139.016368
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2020 წლის 29 მაისი

ქ. ბორჯომი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 2
ფიზიკური პირებს, რომლებსაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 3
ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი