წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლისათვის ლია ხოტივარის სახელის მინიჭების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლისათვის ლია ხოტივარის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36 39
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016002
36 39
28/05/2020
ვებგვერდი, 29/05/2020
000000000.00.122.016002
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლისათვის ლია ხოტივარის სახელის მინიჭების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №36 39

2020  წლის 28 მაისი

ქ. წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლისათვის ლია ხოტივარის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა  და  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის  შესაბამისად:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლს მიენიჭოს ლია ხოტივარის სახელი.

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც 4 (ოთხი) თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ                                         პაატა ახალაძე