დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის გიორგი ჭყონდიდელის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016554 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №119
2020 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის გიორგი ჭყონდიდელის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ნაძალადევის რაიონში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხს მიენიჭოს გიორგი ჭყონდიდელის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები