ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი თარხნიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016552
117
15/05/2020
ვებგვერდი, 29/05/2020
000000000.00.101.016552
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი თარხნიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №117

2020 წელი 15 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის  გიორგი თარხნიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  სამგორის რაიონში, ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ  უსახელო შესახვევს  მიენიჭოს  აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის  გიორგი თარხნიშვილის   სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გიორგი ტყემალაძე