დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მამუკა ბეინაშვილის ქუჩის გაგრძლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016551 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №116
2020 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მამუკა ბეინაშვილის ქუჩის გაგრძლების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ნაძალადევის რაიონში, გაგრძელდეს მამუკა ბეინაშვილის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ხორნაბუჯის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №100 განკარგულება.
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები