„დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“

„დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 22/12/1998
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4(11), 05/02/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.445
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
67
22/12/1998
სსმ, 4(11), 05/02/1999
090.013.003.445
„დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/1999 - 04/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.445

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება 67

1998 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ

დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ე ქვეპუნქტისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-9 მუხლის „კ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესი“ (თან ერთვის).

2. „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესი“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1

1. „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესი“ შემუშავებულია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე ქვეპუნქტის თანახმად და განსაზღვრავს სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრულ თანაფარდობის ნორმატივის გამოთვლისა და გამოყენების წესს.

2. აღნიშნული წესი არ გამოიყენება დაგროვებადი და დაბრუნებადი დაზღვევის სახეობებში მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრისას.

    მუხლი 2

„დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში“ გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) K – სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი;

ბ) საკუთარი კაპიტალი (T) – სადაზღვევო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალი, გაუნაწილებელი მოგება და სხვა სახის საკუთარი სახსრები და რეზერვები (გარდა სადაზღვევო რეზერვებისა);

გ) მოზიდული ფინანსური საშუალებები (P) – მოქმედ სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიღებული ჯამური სადაზღვევო ბრუტო-პრემია გამაფრთხილებელ ღონისძიებათა შექმნაზე მიმართული თანხების, აკვიზიციური ხარჯებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლებით.

    მუხლი 3

1. დაწესდეს სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი (K). 

2. მზღვეველთა გადახდისუნარიანობისა და სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესრულების მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის თანაფარ-დობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:

       T

K    < = -------------------

                                                                  j

                                                      ---------    

                                                      \  

  /       P i   (1-Q i  )

                                                      --------

                                                               i=1

 

Pi – ი-ურ დაზღვევის სახეობაში მოზიდული ფინანსური საშუალებების ოდენობაა;

Qi – გადაზღვევის მაჩვენებელია i-ურ დაზღვევის სახეობაში;

j – სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული დაზღვევის სახეობების რაოდენობაა,

3. სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი (K) განისაზღვროს 0,2-ის ოდენობით.

    მუხლი 4

დაზღვევის სახეობაში გადაზღვევის არარსებობის დროს გადაზღვევის მაჩვენებელი 0-ის ტოლია (Qi = 0).

    მუხლი 5 

მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში აკმაყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს.

    მუხლი 6

1. მზღვეველს, რომლის საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი შეუსაბამობაშია ამ წესის მოთხოვნებთან, მიეცემა მითითება არა უმეტეს 2 თვის ვადაში ამ წესით გათვალისწინებული ეკონომიკური ლიმიტის დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე.

2. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური გაატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.