დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022043 |
|
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დანართ №17.1-ის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ასევე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით (იზოლაცია ან/და მკურნალობა) „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების შემთხვევაში, განმახორციელებელი ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებელი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობების შეჩერების მიუხედავად, სოფლის ექიმზე, სოფლის ექთანზე/ფერშალზე გაიცემა ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები