„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.022042
330
28/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
120260020.10.003.022042
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №330

2020 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2020, 120260020.10.003.021771) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1. მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.“.

მუხლი 2
გაუგრძელდეს 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 16 მარტამდე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურში გაწვეულ 109 ვადიან  სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადით და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნამსახური პერიოდი ჩაეთვალოთ სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია