„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017330
137
23/06/2020
ვებგვერდი, 24/06/2020
200090000.22.033.017330
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №137

2020 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:     

მუხლი 1
 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე პუნქტი:

„34. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) საქმიანობას ანახლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან საანგარიშო კვარტალის დასრულებამდე დარჩენილი დღეების პროპორციულად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი