„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5990-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019865
5990-IIს
29/05/2020
ვებგვერდი, 10/06/2020
020000000.05.001.019865
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალსუბიექტი ვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ნიმუში (პროექტი) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში (პროექტი).“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხასა და რეგისტრაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და რომლის საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოში დამზადება შეუძლებელია, დამკვეთის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია დამზადდეს საქართველოს ფარგლების გარეთ.“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს მისი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა). „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალების გარეშე და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა).“.

მუხლი 2

1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

2. საქართველოს მთავრობამ/სათანადო უწყებებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90 დღისა უზრუნველყოს/უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა ან/და აღნიშნული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე/გამოცემამდე ან/და აღნიშნული აქტების ამ კანონთან შესაბამისობამდე.

4. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სათანადო წესით რეგისტრირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმეორებით რეგისტრაციას არ საჭიროებს.

5. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 91-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2020 წ.

N5990-IIს