ოქმი „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ოქმი „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 16/206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016609
16/206
21/05/2019
ვებგვერდი, 27/05/2020
480610000.03.030.016609
ოქმი „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი

„საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“


საქართველოს მთავრობა და უკრაინის მთავრობა ( შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“ ) შეთანხმდნენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ( შემდგომში „შეთანხმება“ ) შეიტანონ შემდეგი სახის ცვლილება :

1. შეთანხმების პირველი მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდისათვის ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლის განსაზღვრისას, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ:

ა) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოებერს, ქ. მინსკში ხელმოწერილი გადაწყვეტილებით – საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ ან
ბ) პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის დებულებებისა  და დანართების შესაბამისად.“

2. წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

შესრულებულია, ქ. კიევში, 2019 წლის 21 მაისს ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებულ განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

______________________

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

                                           ხელმოწერილია

______________________

 

 

უკრაინის მთავრობის

სახელით

                                            ხელმოწერილია