„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 03/06/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020090.57.069.016162
14
03/06/2020
ვებგვერდი, 04/06/2020
210020090.57.069.016162
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №14

2020 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23.06.2011, 210020090.21.014.016022) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის“:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge).“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდის დანიშნულების ველში უნდა მიეთითოს: „ქვეკოდი – 9001, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური“.“;

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge).“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდის დანიშნულების ველში უნდა მიეთითოს: „ქვეკოდი – 9002, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური“.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე