დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი პირის მიერ რეგისტრაციის/ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანის დროებით შეჩერების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 23 მარტის №51/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020100.18.011.016480 |
|
„ზოგიერთი პირის მიერ რეგისტრაციის/ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანის დროებით შეჩერების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 23 მარტის №51/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ზოგიერთი პირის მიერ რეგისტრაციის/ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანის დროებით შეჩერების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 23 მარტის №51/04 (www.matsne.gov.ge; 23/03/2020; ს/კ: 210020100.18.011.016444) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 1. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 4 თვის ვადით შეჩერდეს: ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად რეგისტრაციისათვის, საქართველოს ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა; ბ) საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირებისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა; გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარად ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური ინსტიტუტის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა. 2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 4 თვის ვადით შეჩერდეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ლიცენზირებისათვის, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, სესხის გამცემ სუბიექტად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაციისათვის, ასევე, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალისთვის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალისათვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, საქართველოს ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები