„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 05/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016791
49
27/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
120010000.22.026.016791
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №49

2020 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016679) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს 49- პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„49. კარტოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო და პოლიგრაფიული სამუშაოების წარმოება, სხვადასხვა დანიშნულების რუკების შექმნა, აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კონტროლი.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს 16311637 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„1631. კარტოგრაფიული, გეოდეზიური და გეოინფორმაციული სამუშაოების წარმოება, განახლებული ციფრული და ანალოგური ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, აერო და სატელიტური გადაღების მასალების დამუშავება, აღრიცხვა და შენახვა.

1632.  სამხედრო დანიშნულების სპეციალური რუკების,  საზღვაო და საავიაციო რუკების შექმნა.

1633.   საველე გეოდეზიური სამუშაოების განხორციელება, ტერიტორიის ერთიანი სივრცითი კარტოგრაფიული მოდელის შექმნა, ციფრული რუკების მონაცემთა ბაზების შექმნა, მათი მუდმივი განახლება და GIS პორტალზე ატვირთვა.

1634. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების პოლიგრაფიული მომსახურება.

1635. სამინისტროს ინტერესის სფეროს განკუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი სამუშაოების ჩატარება და დოკუმენტირება.

1636. კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კონტროლი.

1637. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოების წარმოება.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„14. კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტი:

) ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო:

ა.ა) სტერეოფოტოგრამმეტრიული განყოფილება;

ა.ბ) მონიტორინგის და უზრუნველყოფის განყოფილება;

) კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველო:

ბ.ა) გეოინფორმაციული სისტემების ანალიტიკური განყოფილება;

ბ.ბ) დიზაინის და ციფრული დამუშავების განყოფილება;

ბ.გ) ციფრული ბეჭდვის განყოფილება;

) გეოდეზიური უზრუნველყოფის სამმართველო:

გ.ა) საინჟინრო გეოდეზიური განყოფილება;

გ.ბ) გარემოს სკანირებისა და მუდმივი მონიტორინგის განყოფილება.“.

4. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს 171 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 171კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტი

1. კარტოგრაფია - გეოდეზიის დეპარტამენტი ახორციელებს ამ დებულების მე-3 მუხლის 1631 – 1637 პუნქტებში მოცემულ კომპეტენციებს.

2. ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო ახორციელებს:

ა) აერო და სატელიტური გადაღების მასალების კამერალურ დამუშავებას, აღრიცხვასა და შენახვას;

ბ) მულტიეროვნული გეოსივრცითი თანაწარმოების პროექტში (MGSP) მონაწილეობას და სამუშაო პროცესის წარმართვას;

გ) ციფრული და ანალოგური რუკების რედაქტირება-მონიტორინგს;

დ) კარტოგრაფიულ-საგამომცემლო ტექნოლოგიური პროცესების მონიტორინგს.

3. კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:

ა) ციფრული და ანალოგური ტოპოგრაფიული რუკების შექმნას და განახლებას;

ბ) ციფრული რუკების მონაცემთა ბაზების შექმნას, განახლებას და GIS პორტალზე ატვირთვას;

გ) სამხედრო დანიშნულების სპეციალური რუკების, საზღვაო და საავიაციო რუკების შექმნას;

დ) ტერიტორიის  ერთიანი სივრცითი კარტოგრაფიული მოდელის შექმნას და თავდაცვის ძალებში მისი გამოყენების მეთოდების დანერგვას;

ე) თავდაცვის ძალების უზრუნველყოფას სხვადასხვა მასშტაბის ციფრული რუკების გეომონაცემთა ბაზებით,  ციფრული  და ანალოგური ტოპოგრაფიული რუკებით, სამხედრო დანიშნულების სპეციალური  და ზოგადგეოგრაფიული რუკებით და ქალაქების გეგმებით;

ვ) სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების, სპეციალური და ზოგადგეოგრაფიული რუკების გამოცემას, წიგნების, ჟურნალ-გაზეთების და სხვა პოლიგრაფიული პროდუქციის დამზადებას;

ზ) საქართველოს ქალაქების გეომონაცემთა ბაზების შექმნას;

თ) ციფრული რუკების მონაცემთა ბაზების მუდმივ განახლებას სხვადასხვა აერო და სატელიტური გადაღებების, საველე დეშიფრირების და სხვადასხვა უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

ი) სამინისტროს სისტემაში GIS პორტალის და GIS მომზადების ორგანიზების სპეციალურ-მეთოდურ ხელმძღვანელობას;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო სამუშაოების წარმოებას;

ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების პოლიგრაფიულ მომსახურებას.

4. გეოდეზიური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:

ა) ტოპოგეოდეზიურ და საველე გეოდეზიურ სამუშაოებს;

ბ) სამინისტროს ინტერესის სფეროს განკუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო-აზომვით სამუშაოებს და დოკუმენტირებას;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას და კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების წარმოებას.“.

5. მე-18 მუხლს დაემატოს 82 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„82. კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 5 ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი