„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.017042
547
25/05/2020
ვებგვერდი, 25/05/2020
010340000.22.027.017042
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №547

2020 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.11.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 133 პუნქტი:

„133. საჯარო სამართლის იურიდიული პირი  საპენსიო სააგენტო – საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.“.

 2. 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას არ საჭიროებენ საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მოქმედების პერიოდში ამავე მუხლისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე გამოსაცემი ნორმატიული აქტების პროექტები.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი