დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122/1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 20/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის დადგენილება №122/1 |
2020 წლის 20 მაისი
ქ. ბათუმი |
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ა დ გ ე ნ ს : 1. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხარის რწმუნებულება შესაძლებელია დამოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, მხარის მიერ რწმუნებულებაზე სასამართლოს თანამშრომლის თანდასწრებით ხელმოწერის შემთხვევაში. რწმუნებულება შესაძლებელია ასევე შედგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, რომელზეც შესრულებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმულია ამავე კანონით აღიარებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.“. 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. 3. ეს დადგენილება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი მანანა კობახიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები