,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, ,,კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, ,,კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
85
30/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
000000000.00.00.000000
,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, ,,კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, ,,კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 85

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 14.12.2009წ., მუხ. 1798, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“.

2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს:

ა) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები;

ბ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი (დანართი №3).

    მუხლი 2

ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლამდე და შემდეგ ყოველთვიურად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულ იყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლამდე და შემდეგ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი).

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 თე-ბერვლამდე სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში და მცირე ტიპის საოჯახო სახლებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვების შესახებ.

31. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლის შემდეგ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვების შესახებ.

32. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტომ 2010 წლის 1 თებერვლის შემდეგ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები შესაბამის ფილიალებში მცხოვრები ბენეფიციარების შესახებ.

33. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებამ 2010 წლის 1 თებერვლის შემდეგ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები ბავშვთა სახლში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვების შესახებ.

34. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს მონაცემები იმ პირების შესახებ, რომლებიც დაზღვეულ იყვნენ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილების საფუძველზე და სადაზღვევო პერიოდის მოქმედების ვადა ეწურებათ 2011 წლის 1 იანვრიდან.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების უწყვეტობის მიზნით უზრუნველყოს სააგენტოსათვის დაზღვეული პირების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება 2010 წლის 1 იანვრამდე.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის მოქმედების ვადასთან დაკავშირებული ხარჯები გაითვალისწინონ საქართველოს 2011-2013 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებში.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2010 წლის 1 მარ-ტამდე განსაზღვროს ამ დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა (ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვისათვის) და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატი.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 სექ-ტემბრამდე წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს პირობები განსაზღვრავს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისათვის სადაზღვევო ვაუჩერის დაფინანსების წესსა და ღირებულებას, ადგენს სადაზღვევო ვაუჩერთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს (შემდგომში – ვაუჩერის პირობები). ვაუჩერის პირობები არ ვრცელდება სხვა სახის ვაუჩერებზე.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის პირობები და სადაზღვევო კომპანიის მიერ აღებული ყველა სხვა დამატებითი წერილობით დადასტურებული ვალდებულება პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დადგენილებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების თაობაზე და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებისაგან (მათ შორის, სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით).

    მუხლი 2. სადაზღვევო ვაუჩერი

1. სადაზღვევო ვაუჩერი არის ვაუჩერის პირობების ბენეფიციარებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად განკუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტი.

2. ვაუჩერის პირობების ბენეფიციარები არიან:

 ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს და მათი სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმებულია ან გაგრძელებულია 2010 წლის 1 აპრილამდე;

1) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს და მათი სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმდება ან გაგრძელდება 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ;

ბ) ოჯახები, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში;

გ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, მცირე ტიპის საოჯახო სახლებსა და სკოლა-პანსიონებში (დანართი №1) მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები;

1) სსიპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს ბენეფიციარები;

დ) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას;

ე) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები;

ვ) 2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული კონტინგენტი.

3. დაუშვებელია სადაზღვევო ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობა ან სადაზღვევო პრემიის დაფინანსება ერთდროულად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი საფუძვლით.

31. სადაზღვევო ვაუჩერი არის არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, გარდა ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

32. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის, რომელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრამდე, სადაზღვევო ვაუჩერი წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად განკუთვნილ მატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და რომლის ბენეფიციარისათვის გაცემასაც უზრუნველყოფს სააგენტო №2 დანართის შესაბამისად. ვაუჩერის ფორმას ამტკიცებს სააგენტო.

33. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს, რომელთაც აღუდგათ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ უკანდახევით, ვაუჩერის პირობების მიზნებისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი.

4. ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადაზღვევო ვაუჩერის გაცემა არ მოხდება იმ ბენეფიციარებისათვის, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულება სრულდება 2010 წლის 1 მარტამდე და რომლებიც არ გამოთქვამენ სურვილს სადაზღვევო კომპანიის შეცვლის თაობაზე, ან რომელთა მზღვეველიც არ წყვეტს პროგრამაში მონაწილეობას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს სადაზღვევო ხელშეკრულება უახლდებათ ავტომატურად ვაუჩერის პირობების შესაბამისად, ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაგრძელება მოხდება იმ დროისათვის არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელება არ მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის საფუძვლით მოსარგებლე პირებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც სადაზღვევო ხელშეკრულების ამოწურვის პერიოდისათვის აღემატება 70 000-ს ან რომელთაც გაუქმებული აქვთ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

7. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსება უთანაბრდება მზღვეველისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სადაზღვევო შესატანის გადახდას.

8. ვაუჩერების დაფინანსებას შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტო.

9. სააგენტო უფლებამოსილია, არ გასცეს ან/და არ დააფინანსოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარის (ოჯახის) სადაზღვევო ვაუჩერი იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან ეჭვქვეშ დგას მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდე. ამ შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლას.

    მუხლი 3. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები

1. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც დაფარავს მზღვეველი:

ა) ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:

ა.ა) ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის მიერ მიწოდებული მომსახურება); სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის, ექთნის მომსახურება ბინაზე, საჭიროების შემთხვევაში;

ა.ბ) ექიმის დანიშნულებით ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები;

ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და კრეატინი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, ორსულობის ტესტი, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ს სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა (კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევები);

ა.ე) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა IV-100/ა, სსიპ – შსს-ს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა);

ბ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:

ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასთან და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;

ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი) – სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი;

ბ.გ) ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები – სადაზღვევო წლიური ლიმიტი 12 000 ლარი;

გ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 400 ლარი;

დ) სამკურნალო საშუალებების ხარჯები – სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით.

2. სამედიცინო დაზღვევის პირობების შესაბამისად სადაზღვევო ვაუჩერით არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები:

ა) სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი წლის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარული ხარჯები და მომსახურებები;

ბ) თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;

გ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

ვ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;

ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;

თ) შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები;

ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად;

კ) ტრანსპლანტაციის (გარდა ბროლის იმპლანტაციისა), აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობისა) ვრცელდება 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და 2009 წლის „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეებზეც. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა წარმოადგენს 2010 წლის 1 მარტიდან შესაბამის მზღვეველებთან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სავალდებულო პირობას.

    მუხლი 4. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები

1. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები არიან:

ა) დამზღვევი – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“, „ა1“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც აფორმებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველთან;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი;

ა.ბ1) „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – სსიპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს შესაბამისი ფილიალის ხელმძღვანელი;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, მინდობით აღზრდის შემთხვევაში – დედობილი/მამობილი;

ა.დ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – თვით ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი;

ა.ე) „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – თვით ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი;

ბ) დაზღვეული – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი;

გ) მზღვეველი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც ვაუჩერის პირობების შესაბამისად უზრუნველყოფს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დაზღვევას მოცემულ სამედიცინო რაიონში/რაიონებში.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სადაზღვევო პოლისი – სადაზღვევო ხელშეკრულებისა და სადაზღვევო სერტიფიკატის ერთობლიობა. სადაზღვევო ხელშეკრულება ფორმდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის. სადაზღვევო სერტიფიკატი მიეცემა თითოეულ ბენეფიციარს ინდივიდუალურად;

ბ) საცხოვრებელი ადგილი:

ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციისას დაფიქსირებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

ბ.ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსახლების ადგილი;

ბ.გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – შესაბამისი დაწესებულების ადგილმდებარეობა;

ბ.დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – სსიპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს შესაბამისი ფილიალის ადგილმდებარეობა;

ბ.ე) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – იმ ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც განთავსებულია ბენეფიციარი;

ბ.ვ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – რეგისტრაციის მისამართი;

ბ.ზ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – რეგისტრაციის მისამართი;

გ) ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური – საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ბაზაზე არსებული სამსახური.

    მუხლი 5. სადაზღვევო ორგანიზაციისათვის მიკუთვნების წესი

1. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის „32“ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები №2 დანართით განსაზღვრული დროის განმავლობაში უზრუნველყოფენ სასურველი მზღვეველის შერჩევას, სადაზღვევო ვაუჩერის წარდგენას და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დამზღვევი სადაზღვევო ვაუჩერის საფუძველზე სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებს იმ სადაზღვევო კომპანიასთან, რომელიც ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სამედიცინო რაიონში კონკურსში გამოვლინდება გამარჯვებულად.

3. ბენეფიციარებს, რომელთა სადაზღვევო პერიოდი იწურება 2010 წლის 31 მარტს, ხელშეკრულება უგრძელდებათ ავტომატურად იმავე მზღვეველთან 1 (ერთი) თვის ვადით არსებული ლიმიტებისა და პირობების შენარჩუნებით.

4. ბენეფიციარები, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულება სრულდება 2010 წლის 30 აპრილის შემდეგ, სადაზღვევო პერიოდის ამოწურვისთანავე ავტომატურად ხდებიან არამატერიალიზებული ვაუჩერის მფლობელები, რომელთა განაწილება მოხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის საფუძვლით მოსარგებლე პირებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც სადაზღვევო პერიოდის დამთავრებისათვის აღემატება 70 000-ს ან რომლებსაც გაუქმებული აქვთ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

6. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის „32“ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ვერ უზრუნველყოფენ მზღვეველის შერჩევას და მათ შესახებ მზღვეველი ორგანიზაციის მიერ №2 დანართით დადგენილ ვადებში არ იქნება სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია, ავტომატურად ხდებიან არამატერიალიზებული ვაუჩერის მფლობელები, რომელთა განაწილება მოხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

7. მზღვეველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც წყვეტენ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, შეწყვეტამდე 2 თვით ადრე წერილობით უნდა აცნობონ სამინისტროს, მაგრამ, ამასთანავე, დაფარონ ამ პროგრამით უკვე აღებული სადაზღვევო ვალდებულებები.

8. სადაზღვევო კომპანიისათვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ამ კომპანიის მიერ ვაუჩერის პირობებით და კონკურსის პირობების შესაბამისად აღებული ვალდებულებების სისტემატური და უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ვაუჩერის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობაში, და როდესაც არსებობს ასეთი დარღვევების შესახებ ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურისა და/ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი დასკვნა კომპეტენციების შესაბამისად. გადაწყვეტილებას სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტისა და ახალი კონკურსის გამართვის შესახებ იღებს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია).

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცხადდება ხელახალი კონკურსი. ადრე გაფორმებული ხელშეკრულებით აღებული სადაზღვევო ვალდებულებები გრძელდება ახალი სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

10. სადაზღვევო კომპანია, რომელსაც პირობების შეუსრულებლობის გამო შეუწყდა ბიუჯეტით დაფინანსებულ სადაზღვევო პროგრამაში მონაწილეობა, კარგავს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ასეთი პროგრამების განხორციელებაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

11. სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო რაიონში გამარჯვებული მზღვეველისათვის ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

12. ბენეფიციარი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს დაზღვევაზე. უარის შემთხვევაში აუცილებელია სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენა, რომელიც ხელმოწერილია ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართა შემთხვევაში, დაზღვევაზე უარი დასაშვებია მხოლოდ მთლიანად ოჯახზე და თუ არსებობს ოჯახის ყოველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა.

13. 2013 წლის 1 აპრილის შემდეგ ბენეფიციარს აქვს მზღვეველის თავისუფალი არჩევის უფლება.

14. დაზღვეულის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა (სხვა სამედიცინო რაიონში გადასვლა) არ იწვევს მზღვეველის შეცვლას.

    მუხლი 6. სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ოდენობა და გადახდის წესი

1. ვაუჩერის შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდას ახდენს სააგენტო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. 2010 წლის 1 მაისიდან თითოეულ დაზღვეულზე წლიური სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ოდენობა განისაზღვრება შესაბამის სამედიცინო რაიონში კონკურსის წესით გამარჯვებული მზღვეველის მიერ დაფიქსირებული ფასის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. 2010 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე გაფორმებული/გაგრძელებული სადაზღვევო ხელშეკრულებებისა და ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიური სადაზღვევო შესატანი (პრემია) განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით (საბაზისო პრემია). ამასთან, 2010 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების შემთხვევაში თითოეულ დაზღვეულზე გადასახდელი სადაზღვევო პრემია გამოითვლება საბაზისო პრემიის შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით. კერძოდ, სადაზღვევო ხელშეკრულებით პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად ერთ დაზღვეულზე ვაუჩერის სტანდარტული ღირებულების ერთი მეთორმეტედის პრინციპით და შესაბამისი კოეფიციენტის გამოყენებით:

ა) 0-64 წწ. – 12,93 ლარი (კოეფიციენტი 0,862);

ბ) 65 წელი და მეტი – 21,43 ლარი (კოეფიციენტი 1,429).

4. სააგენტოს მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად ერთ დაზღვეულზე წლიური სადაზღვევო პრემიის მეთორმეტედის პრინციპით.

41. სააგენტოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება არსებობს დაზღვეული პირის გარდაცვალების ან ბენეფიციარის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, მაგრამ არა უმეტეს წლიური სადაზღვევო პრემიისა.

5. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მზღვეველისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება მთლიანად ოჯახის სასარგებლოდ და მისი ოდენობა შეადგენს ამ ოჯახის თითოეული წევრისათვის დადგენილი სადაზღვევო შესატანების ჯამს.

6. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახებისათვის სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს:

ა) სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ ამ პერიოდისათვის ოჯახის წევრთა არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრი ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ იქნა გათვალისწინებული სადაზღვევო ვაუჩერით მოსარგებლე ოჯახის შემადგენლობაში და ამოიწურა მისი (ოჯახის ამ წევრის) მოქმედი სადაზღვევო ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში პირის სადაზღვევო პერიოდის ათვლა ოჯახის შემადგენლობაში იწყება სადაზღვევო ვაუჩერის გადაცემის დროისათვის მოქმედი სადაზღვევო ხელშეკრულების ამოწურვის მომდევნო დღიდან და არასრული სადაზღვევო წლის შესაბამისი პრემია განისაზღვრება დროის პროპორციულად;

გ) თუ ოჯახის შემადგენლობის ცვლილება გამოწვეულია ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების ან შვილად აყვანის გამო, ამ შემთხვევაში, თუ განხორციელებული ცვლილებების შესახებ ოჯახმა სააგენტოს მიმართა ბავშვის დაბადებიდან ან შვილად აყვანიდან სამი თვის ვადაში, სადაზღვევო პერიოდის ათვლა იწყება ბავშვის დაბადებიდან ან შვილად აყვანის დღიდან, ხოლო სამი თვის შემდეგ მიმართვის შემთხვევაში სადაზღვევო პერიოდის ათვლა მოხდება მიმართვის თვის პირველი რიცხვიდან. დამატებული წევრის არასრული სადაზღვევო წლის შესაბამისი პრემია განისაზღვრება დროის პროპორციულად. ამასთან, სადაზღვევო პერიოდის საწყისი თვის სადაზღვევო პრემია ანაზღაურდება სრულად, მაგრამ არა უადრეს 2010 წლის 1 იანვრისა.

61. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები 2010 წლის 1 იანვრიდან აგრეთვე ვრცელდება 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეებზეც.

62. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი აგრეთვე ვრცელდება იმ ბავშვებზეც, რომლებიც დაიბადნენ (ან ოჯახის მიერ შვილად იყვნენ აყვანილი) ოჯახისათვის სადაზღვევო ვაუჩერის სარგებლობის უფლების წარმოშობიდან სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე, და მათი სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება მოხდება ოჯახის სადაზღვევო პერიოდის დაწყების შესაბამისად.

7. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ასაკის ცვლილების გამო პრემიის ოდენობა არ იცვლება.

8. სააგენტოს მიერ მზღვეველისათვის ყოველი თვის შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად, არა უგვიანეს მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე.

9. სააგენტოს მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა არ წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესყიდვას.

10. წლიური სადაზღვევო პრემიიდან 0,03 ლარი ყოველთვიურად თითოეულ დაზღვეულზე გამოიყოფა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურისათვის სავალდებულო შემოწირულობის სახით, რომელსაც 2010 წლის 1 მაისიდან რიცხავს სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პრემიის მიღებიდან 10 დღის ვადაში. ამ თანხის გადაუხდელობა შეიძლება გახდეს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის შეწყვეტის საფუძველი.

    მუხლი 7. სადაზღვევო პერიოდი

1. სადაზღვევო ხელშეკრულებები ძალაში შედის ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ შემთხვევაში ახალი სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაში შედის ძველი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე.

11. 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და 2009 წლის „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეების მოქმედი სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედება გრძელდება სადაზღვევო პერიოდის უკანასკნელი თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით. ამასთან, იმ სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, რომლებიც იწურება 2010 წლის 1 მარტიდან 1 აპრილამდე, გრძელდება 2010 წლის 1 მაისამდე იმავე სადაზღვევო პირობებითა და იმავე სადაზღვევო ლიმიტით. გაგრძელებულ პერიოდზე სადაზღვევო პრემიის დაფინანსება მოხდება დამატებული დღეების პროპორციულად.

2. 2010 წლის 1 აპრილამდე დაწყებული გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება სამი წლით.

3. სადაზღვევო ხელშეკრულება ვადაზე ადრე წყდება დაზღვევის საფუძვლის არარსებობის შემთხვევებში, სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან მე-12 ან 24-ე თვის ამოწურვის დროს.

4. 2010 წლის 1 მაისიდან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება ერთი წლით, იმავე მზღვეველთან ავტომატური განახლების პირობით, 2013 წლის 1 მაისამდე.

    მუხლი 8. სადაზღვევო ორგანიზაციების ვალდებულებები

1. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს ბენეფიციარების დაზღვევის თანაბარი ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია:

ა) ბენეფიციარისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევაზე უარის თქმა;

ბ) ბენეფიციარისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა;

გ) სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში რომელიმე ბენეფიციარისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება ან აღებული ვალდებულებების უარყოფა;

დ) რაიმე სახის დამატებითი სადაზღვევო შესატანის ან სხვა გადასახადის დაწესება სადაზღვევო ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების გაფორმების, გაგრძელების ან სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.

2. მზღვეველს არ აქვს უფლება, დაზღვეულს შესთავაზოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სადაზღვევო პირობებზე უარესი პირობები.

3. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ამასთან:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების კონტრაქტირებისას მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების დაცვა, კერძოდ: ამბულატორიული მომსახურება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ მითითებული მისამართის გათვალისწინებით;

ბ) არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერი და შეზღუდვა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის არჩევისას დაზღვეულის მიერ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების საჭიროების შემთხვევაში;

გ) გეგმური მომსახურების მიღებისას მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება არ უნდა მოიცავდეს ისეთ პირობებს, რომლებიც დაზღვეულებისათვის შექმნის ბარიერებს დაზღვევით გათვალისწინებული დროული და ხარისხიანი მომსახურების მისაღებად;

ე) მზღვეველი ვალდებულია, აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაშიც, როცა მოლოდინის პერიოდის განმავლობაში რაიმე მიზეზით შეწყდა სადაზღვევო ხელშეკრულება;

ვ) სადაზღვევო კომპანიის მიერ გეგმური ქირურგიული ოპერაციების ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ მზღვეველის მიერ შერჩეულ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

4. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს თითოეულ დამზღვევთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება და თითოეული დაზღვეულისათვის სადაზღვევო სერტიფიკატის გაცემა. ამასთან, სადაზღვევო სერტიფიკატში ნათლად და მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შესახებ (მათ შორის, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები, უფლება-მოვალეობები).

5. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

6. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, შექმნას დაზღვეულების საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის შიდა პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დაზღვეულის უფლებას შეუფერხებლად დაუკავშირდეს ან შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელს სადაზღვევო ან სამედიცინო მომსახურებაში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით.

7. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილ ვადაში დაასრულოს სამედიცინო რაიონში დაგეგმილი საავადმყოფო. თელავსა და ფოთში საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვროს 2012 წლის 1 მარტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში – 2011 წლის 1 დეკემბერი. საავადმყოფო დასრულებულად ჩაითვლება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სადაზღვევო კომპანიის/ამხანაგობის მიერ დასრულების შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დასკვნის მომზადებამდე გასული პერიოდი არ ჩაითვლება პირობის შეუსრულებლობის საფუძვლად.

    მუხლი 9. სადაზღვევო კომპანიების ანგარიშგება სახელმწიფოს წინაშე

1. ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, მზღვეველმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ინფორმაცია დაზღვეულების შესახებ;

ბ) ცვლილებები დაზღვეულთა სიაში;

გ) ინფორმაცია დაზღვეულების ზარალის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვადასა და ფორმატს, სადაზღვევო ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სადაზღვევო ორგანიზაციამ სააგენტოში უნდა წარადგინოს ვაუჩერის მეშვეობით დაზღვეული პორტფელის 12 თვის ტექნიკური შედეგი.

4. ინფორმაციის მიწოდებისა და ფორმატის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

    მუხლი 10. დაზღვევით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიწოდების პრინციპები

დაზღვეულების სამედიცინო მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ამასთან:

ა) სადაზღვევო პოლისითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება დაზღვეულებს მიეწოდებათ სრული მოცულობით პაციენტის საჭიროების შესაბამისად;

ბ) დაუშვებელია რაიმე სახის დამატებითი ან სხვა გადასახადის დაწესება იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც სრულად ანაზღაურდება ამ სადაზღვევო პოლისით.

    მუხლი 11. სამედიცინო დაზღვევის სისტემის წარმატებული ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და ინფორმაციის საჯაროობა

1. სამედიცინო დაზღვევის პროგრამების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. სამინისტროში შექმნილი სათათბირო ორგანო – სადაზღვევო ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭო უზრუნველყოფს პროცესში მონაწილე მხარეების მიერ წარდგენილი წინადადებების განხილვას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ტექნიკურ და ფინანსურ გადაწყვეტილებათა ინტერპრეტირებისათვის.

 

დანართი №1

ბავშვთა სახლები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები, მცირე ტიპის საოჯახო სახლები, სკოლა-პანსიონები ჩამონათვალი

ბავშვთა სახლები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები, მცირე ტიპის საოჯახო სახლები, სკოლა-პანსიონები

იურიდიული მისამართი

1

სსიპ – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

დაბა ახალგორი, 9 აპრილის ქ. №8

2

სსიპ – თბილისის №200 საჯარო სკოლა

თბილისი, ქერჩის ქ. №22

3

სსიპ – ქუთაისი, გუმათის №2 საჯარო სკოლა

ქუთაისი, გუმათი, მარცხ. სანაპირო

4

სსიპ – ახალციხის №7 საჯარო სკოლა

ახალციხე, პეტრე იბერის ქ. №17

5

სსიპ – სიღნაღის რაიონი, სოფ. ზემო ბოდბის სკოლა პანსიონური მომსახურებით

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ბოდბე

6

სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარის 2 საჯარო სკოლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარი

7

სსიპ – ჭიათურის №12 საჯარო სკოლა

ჭიათურა, გაგარინის ქ. №10

8

სსიპ – თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა

თბილისი, გუთნის ქ. №6

9

სსიპ – თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლა

თბილისი, ნუცუბიძის ქ. №5

10

სსიპ – ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლა

ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ.  მე-3 შეს.

11

სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა

ფარნავაზის ქ. №14

12

სსიპ ქუთაისის №44 საჯარო სკოლა

ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. №58

13

სსიპ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა

ქ. სამტრედია, გრიბოედოვის ქ. №47

14

სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის №2 საჯარო სკოლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთი

15

კავშირი ცისარტყელა“, ფიზიკური პირი  დავით დუჩიძე

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო

16

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №3

17

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „Every child

ქ. თბილისი, ირ. აბაშიძის ქ. №37

18

არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი პირველი ნაბიჯი“

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74

19

ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №11

20

თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (2 სახლი)

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №72

21

ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი

ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. №2

22

ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (2 სახლი)

ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის IV შესახ. №3

23

კავშირი ბავშვი და გარემო“, რუსთავი, მცირე საოჯახო ტიპის მხიარული ოჯახი“

ქ. რუსთავი, ბარათაშვილის ქ. №19

24

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ბრეს (Breath) საქართველო“

ქ. ქუთაისი, კეკელიძის ქ. №26

25

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ბრეს (Breath) საქართველო“

ქ. თელავი, გრ.ორბელიანის ქ. №6

26

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი“

თბილისი, ნუცუბიძის მე-2 მ/რ, 3 

27

სსიპ – ქ. თბილისის №198 საჯარო სკოლა

თბილისი, ჩიქობავას ქ. №29

დანართი 2

ბენეფიციარი

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი

სადაზღვევო კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვადა

1

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის 32 პუნქტი განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 აპრილი

2010 წლის 20 მარტის ჩათვლით

2010 წლის 31 მარტის ჩათვლით

2010 წლის 1 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით

2

ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისი

 

 

 

3

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

4

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „გ1 და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტური ორგანოების მიერ ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

5

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ანსაზღვრული ბენეფიციარები

რეინტეგრაციაში/მინდობით აღზრდაში გასვლის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

 

დანართი №3

სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს სამედიცინო რაიონების (დანართი №4) მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესს.

    მუხლი 2

1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენის და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის, ან ამხანაგობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის მიზნით იქმნება უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე;

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;

აკაკი სეფერთელაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორი;

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ანდრია ურუშაძე – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი;

დევი ხეჩინაშვილი – საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი;

ლაშა ჯუღელი – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;

რევაზ მაჭარაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე (კომისიის მდივანი).

2. უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე კომპანიებისგან საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, კონკურსის ჩატარებას, კონკურსის შედეგების გამოცხადებას დადგენილ ვადებში.

3. თითოეულ სამედიცინო რაიონზე ტარდება დამოუკიდებელი კონკურსი.

4. თითოეული სადაზღვევო კომპანიისათვის დაწესებულია დასაზღვევ პირთა ზღვრული მაქსიმუმი, რაც შეადგენს საკონკურსოდ გამოტანილი მთლიანი პორტფელის 30%-ს.

5. საკონკურსოდ გამოტანილ მთლიან სადაზღვევო პორტფელში იგულისხმება 2010 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არსებულ დასაზღვევთა საერთო რაოდენობა.

6. თუ სადაზღვევო კომპანიის მიერ კონკურსის შედეგად ჯამურად უკვე მოპოვებულია 30%, ის აღარ დაიშვება შემდეგ სამედიცინო რაიონებთან დაკავშირებულ კონკურსებზე. მის მიერ წარმოდგენილი კონვერტები არ იხსნება და უბრუნდება პრეტენდენტს.

7. თუ სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს როგორც ამხანაგობის წევრი, მაშინ სადაზღვევო კომპანიის წილი გამოითვლება ამ ამხანაგობაში მისი კუთვნილი წილის გათვალისწინებით.

8. თითოეულ სამედიცინო რაიონში დაიშვება მხოლოდ ერთი გამარჯვებული, რომელიც დააფიქსირებს სადაზღვევო წლიური პრემიის ყველაზე დაბალ ფასს.

    მუხლი 3

1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ ნებისმიერ სადაზღვევო ორგანიზაციას, ან ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით მოქმედ ორ ან რამოდენიმე პირს – ამხანაგობას, რომელთა შორის ერთ-ერთი უნდა იყოს სადაზღვევო ორგანიზაცია.

2. კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან მხოლოდ ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც აქვთ ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების სამედიცინო დაზღვევის განხორციელების გამოცდილება.

3. კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 7 აპრილს, დღის 13.00 საათიდან, შემდეგ მისამართზე:

პ. ინგოროყვას ქ. №7 (საქართველოს მთავრობის კანცელარია).

4. კონკურსში მონაწილე კომპანიამ/ამხანაგობამ საკონკურსო წინადადებები უნდა შეიტანოს უწყებათაშორისი კომისიის სახელზე არა უგვიანეს 2010 წლის 7 აპრილის 12.00 საათისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კანცელარია.

5. თითოეულ სამედიცინო რაიონზე საკონკურსო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი ცალკე კონვერტად. კონვერტზე უნდა იყოს მითითებული სადაზღვევო კომპანიის/ამხანაგობის დასახელება და რეკვიზიტები, სამედიცინო რაიონის დასახელება, კონვერტში არსებული ფურცლების რაოდენობა.

6. კონკურსის მონაწილემ დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: კომპანიის/ამხანაგობის დასახელება და რეკვიზიტები, სამედიცინო რაიონის დასახელება, ერთეულის ფასი, წერილობითი თანხმობა სამედიცინო რაიონში დამატებითი ვალდებულების აღების შესახებ (საავადმყოფოს მშენებლობა, არსებულ ან მშენებარე კლინიკისგან სამედიცინო მომსახურების შესყიდვის ვალდებულება), საავადმყოფოს/საავადმყოფოების მშენებლობის გრაფიკი, საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, კომპანიის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელიც კომპანიის სახელით მონაწილეობას მიიღებს ღია ვაჭრობაში.

7. ერთეულის ფასი უნდა ეწეროს ციფრობრივად და სიტყვიერად. დაუშვებელია ფარდობითი ფასის წარმოდგენა. თუ ფასი ცხადად არ არის მითითებული, წინადადება არ განიხილება.

8. თუ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (ოცდამეხუთე თავი) და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედმა ამხანაგობამ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად პრეტენდენტის მიერ ცალკე კონვერტად წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დადასტურებული ასლი. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე არის ორი ან მეტი ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, პრეტენდენტის მიერ აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია კომპანიებს შორის წილობრივი განაწილების შესახებ.

9. კონკურსი სამედიცინო რაიონების მიხედვით ჩატარდება №4 დანართში დადგენილი თანმიმდევრობის მიხედვით.

    მუხლი 4

1. კონკურსი ტარდება ზეპირი ვაჭრობის ფორმით.

2. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

3. დადგენილი თანმიმდევრობის მიხედვით უწყებათაშორისი კომისიის მდივანი ხსნის მოცემულ სამედიცინო რაიონზე გამოცხადებული კონკურსის ყველა მონაწილის კონვერტს და საჯაროდ აცხადებს კონვერტში მოთავსებული დოკუმენტების ჩამონათვალსა და შინაარსს.

4. უწყებათაშორისი კომისია ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტებს უცხადებს პრეტენდენტის მიერ მოცემულ სამედიცინო რაიონში წარმოდგენილი ერთეულის ფასს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.

5. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველ წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმომდგენი.

6. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.

7. თუ ორმა ან მეტმა მონაწილემ წარმოადგინა ერთნაირი ფასი, ფასის ცვლას იწყებს შესაბამისი რიგითობის მიხედვით მონაწილეთა შორის წილისყრის შედეგად გამოვლენილი მონაწილე (მონაწილეები).

8. ზეპირი ვაჭრობის დროს თითოეულ მონაწილეს ახალი წინადადებისთვის ეძლევა არა უმეტეს 5 წუთისა.

9. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები, მათ შორის, თითოეული პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი, და ყოველ ჯერზე შეცვლილი და დაფიქსირებული ფასი ასახულ უნდა იქნეს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ უწყებათაშორისი კომისიის წევრები და მონაწილე პრეტენდენტები. პრეტენდენტების მიერ ხელმოწერაზე უარის თქმა მიჩნეულ იქნება როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყოველ შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.

10. უწყებათაშორისი კომისია შედეგებს აცხადებს კონკურსის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადისა.

11. უწყებათაშორის კომისიას აქვს უფლება, გააუქმოს კონკურსის შედეგები კონკურსის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.

    მუხლი 5

1. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ასაშენებელი საავადმყოფოს თითოეულ საწოლზე და/ან სამი თვის ვადაში სამედიცინო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება უკვე არსებულ კლინიკასთან (კლინიკებთან).

2. დადგენილ ვადაში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბანკო გარანტია ჩამოიჭრება ბიუჯეტის სასარგებლოდ და კონკურსში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიას/ამხანაგობას მიეცემა ერთი კვირა განახლებისათვის. განუახლებლობის შემთხვევაში, ან პირობის კიდევ ერთხელ შეუსრულებლობის შემთხვევაში უწყებათაშორისი კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ხელახალი ჩატარების შესახებ ახალი გამარჯვებულის გამოსავლენად.

3. ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე მზღვეველი ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ აღებული სადაზღვევო ვალდებულებები.

    მუხლი 6

1. გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას (მონიტორინგს) ახორციელებს უწყებათაშორისი კომისია.

2. სააგენტო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან შეწყვიტოს სადაზღვევო პრემიის გადარიცხვა უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

დანართი №4

სამედიცინო რაიონები

2010 წლის მარტის მდგომარეობით დაზღვეულთა რაოდენობა

სამედიცინო რაიონი

დაზღვულთა* რაოდენობა

მათ შორის, პედაგოგები

საავადმყოფოების რაოდენობა

საწოლების რაოდენობა

1

თბილისი

100,350

15,086

-

-

2

ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა

67,708

5,663

3

80

 

ქუთაისი

 

 

 

50

 

წყალტუბო

 

 

 

15

 

ტყიბული

 

 

 

15

 

თერჯოლა

 

 

 

-

3

მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ

57,352

4,369

2

40

 

მესტია

 

 

 

25

 

ზუგდიდი

 

 

 

-

 

წალენჯიხა

 

 

 

-

 

ჩხოროწყუ

 

 

 

15

4

გორი, კასპი

50,502

3,775

1

15

 

გორი

 

 

 

-

 

კასპი

 

 

 

15

5

ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა

48,016

3,150

2

50

 

ხარაგაული

 

 

 

-

 

ზესტაფონი

 

 

 

25

 

ჭიათურა

 

 

 

25

6

თელავი, ახმეტა, ყვარელი

43,193

3,092

3

100

 

თელავი

 

 

 

70

 

ახმეტა

 

 

 

15

 

ყვარელი

 

 

 

15

7

ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი

42,455

2,461

4

60

 

ყაზბეგი

 

 

 

15

 

მცხეთა

 

 

 

15

 

ახალგორი

 

 

 

-

 

გუდაური

 

 

 

-

 

დუშეთი

 

 

 

15

 

თიანეთი

 

 

 

15

8

ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური

42,398

3,119

1

50

 

ლანჩხუთი

 

 

 

-

 

ოზურგეთი

 

 

 

50

 

ჩოხატაური

 

 

 

-

9

სენაკი, აბაშა, მარტვილი

42,092

2,353

1

15

 

სენაკი

 

 

 

15

 

აბაშა

 

 

 

-

 

მარტვილი

 

 

 

-

10

შუახევი, ქედა, ხულო

38,532

2,489

3

55

 

შუახევი

 

 

 

15

 

ქედა

 

 

 

15

 

ხულო

 

 

 

25

11

საგარეჯო, გურჯაანი

33,634

2,247

2

85

 

საგარეჯო

 

 

 

15

 

გურჯაანი

 

 

 

70

12

ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო

31,183

2,449

2

40

 

ლაგოდეხი

 

 

 

15

 

წნორი

 

 

 

25

 

დედოფლისწყარო

 

 

 

-

13

თეთრიწყარო, წალკა, მარნეული

30,050

3,909

3

55

 

თეთრიწყარო

 

 

 

15

 

წალკა

 

 

 

15

 

მარნეული

 

 

 

25

14

ხაშური, ქარელი

30,011

2,271

1

25

 

ხაშური

 

 

 

25

 

ქარელი

 

 

 

-

15

ბათუმი, ხელვაჩაური

28,303

3,924

1

50

 

ბათუმი

 

 

 

50

 

ხელვაჩაური

 

 

 

-

16

ქობულეთი, ჩაქვი

27,237

1,752

2

65

 

ქობულეთი

 

 

 

50

 

ჩაქვი

 

 

 

15

17

გარდაბანი, რუსთავი

23,686

3,930

1

25

 

გარდაბანი

 

 

 

25

 

რუსთავი

 

 

 

-

18

ბოლნისი, დმანისი

22,830

1,871

2

30

 

ბოლნისი

 

 

 

15

 

დმანისი

 

 

 

15

19

სამტრედია, ხონი

22,240

1,773

1

25

 

სამტრედია

 

 

 

25

 

ხონი

 

 

 

-

20

ბაღდათი, ვანი

21,775

1,264

1

15

 

ბაღდათი

 

 

 

15

 

ვანი

 

 

 

-

21

ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი

20,589

3,157

4

105

 

ახალციხე

 

 

 

50

 

ასპინძა

 

 

 

-

 

ადიგენი

 

 

 

15

 

ბორჯომი

 

 

 

25

 

ბაკურიანი

 

 

 

15

23

ფოთი, ხობი

17,544

1,398

1

50

 

ფოთი

 

 

 

50

 

ხობი

 

 

 

-

24

ცაგერი, ლენტეხი

14,293

498

1

15

 

ცაგერი

 

 

 

15

 

ლენტეხი

 

 

 

-

25

ამბროლაური, ონი

12,807

505

2

50

 

ამბროლაური

 

 

 

25

 

ონი

 

 

 

25

26

ახალქალაქი, ნინოწმინდა

7,807

2,989

1

15

 

ახალქალაქი

 

 

 

15

 

ნინოწმინდა

 

 

 

-

 

სულ

876,587

79,494

45

1,115.“.

 *საჩხერის გამოკლებით  

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 30 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური