„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 170020020.22.027.017037
542
22/05/2020
ვებგვერდი, 25/05/2020
170020020.22.027.017037
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №542

2020 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით (სსმ III, 2010წ., №33, მუხ. 515) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უსაფუძვლოდ აცხადებს უარს სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე;

გ) არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნოტარიუსთა პალატის მითითებებს/გადაწყვეტილებებს (აქტებს), დადგენილ ვადაში არ აწვდის მას აუცილებელ ინფორმაციას;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) არასაპატიო მიზეზით არ ესწრება ნოტარიუსთა პალატის ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მოწყობილ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სავალდებულო სემინარებს/კურსებს;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ – „ღ“ ქვეპუნქტები:

„ტ) არღვევს საქართველოს ნოტარიუსთა დეონტოლოგიის (ეთიკის) კოდექსის მოთხოვნებს, მათ შორის, როდესაც არსებობს მოქალაქის საჩივარი ნოტარიუსის მიერ არასათანადო ხარისხის მომსახურების მიწოდების შესახებ;

უ) არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს;

ფ) უსაფუძვლოდ აცხადებს უარს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (გარდა ამ დებულების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე;

ქ) არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ზედამხედველი ორგანოს ან სასამართლოს მითითებებს/გადაწყვეტილებებს (აქტებს), დადგენილ ვადაში არ აწვდის მათ აუცილებელ ინფორმაციას;

ღ) არაჯეროვნად ასრულებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. მე-7 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სისტემატურად (არაერთგზის) არ ასრულებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მასზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დაკისრებულ მოვალეობებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.