„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017036
541
18/05/2020
ვებგვერდი, 18/05/2020
040030000.22.027.017036
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №541

2020 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„6. თუ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში მითითებულია ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადების შესახებ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში საბუთების წარუდგენლობის, ასევე ამავე ვადაში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნილი მონაცემებით დაბადების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება, ხოლო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ  წარდგენილი განაცხადების საფუძველზე დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი