„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017035
540
18/05/2020
ვებგვერდი, 18/05/2020
040030000.22.027.017035
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №540

2020 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებას (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017006) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11

1. დასაშვებია ქ. თბილისში იმ სანოტარო ბიუროს გახსნა, რომელიც, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკმაყოფილებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, და:

ა) მისი საერთო ფართობი, სველი წერტილის გარდა, არანაკლებ 30 მ2-ია;

ბ) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით;

გ) ნოტარიუსის სამუშაო ოთახი სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია, არ არის არავისთან საზიარო და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა;

დ) მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არანაკლებ 15 მ2-ია და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე იმავდროულად ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია – მისი ფართობი არანაკლებ 20 მ2-ია;

ე) თუ ნოტარიუსის თანაშემწისათვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში არ ხდება მოქალაქეთა მიღება და ამ სივრცეს არ აქვს ფანჯარა, შესაძლებელია მისი ბუნებრივი გზით განიავება;

ვ) მოქალაქისთვის განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არანაკლებ 3 მეტრია;

ზ) სანოტარო ბიუროში თარჯიმნის მუშაობის შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს ფართობი არანაკლებ 40 მ2-ია და თარჯიმანს აქვს ცალკე გამოყოფილი სამუშაო ოთახი;

თ) სანოტარო ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომლის (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა) შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არანაკლებ 50 მ2-ია.

2. სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის მისაღებად ნოტარიუსმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტში) უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სამუშაო ფართობების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან 2019-2020 წლებში შედგენილი აზომვითი ნახაზი). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირობების შესამოწმებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ამ ბრძანების პირველი მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული  ინსპექტირების ჩატარების შედეგად შედგენილი და სამინისტროში წარდგენილი შემოწმების აქტები და შესაბამისი ფოტოილუსტაციები.“.  

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი