დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016428 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge
, 26/12/2019; 190040000.35.149.016415) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის, 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ერთჯერადად მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ მარტოხელა მშობელს, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ თითოეულ 18 წლამდე ასაკის ბავშვზე 400 ლარის ოდენობით; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის, 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18-წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვს ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით;
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები