დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.152.016398 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №24 დადგენილებაში (matsne.gov.ge, სსმ, 26/12/2019; ს/კ190020020.35.152.016384) შეტანილ იქნეს ცვლილება. კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 22, 417.5 ათასი ლარით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 8,529.5 ათასი ლარით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 12, 883.2 ათასი ლარით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 1004,8 ათასი ლარით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 8,780.3 ათასი ლარით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 18, 371.2 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა – 18, 371.2 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება – 0,0 ათასი ლარით:
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-4734,0) ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 13 637,2 ათასი ლარით:
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -4,793.9 ათასი ლარით:
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს -59,9 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას.
|
თავი II
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება
|
პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის განვითარება“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 13,305.4 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
|
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 587,8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7,932.9 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა
და სპორტი
|
„კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,212.7 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
„მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,243.6 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 18.
ბიუჯეტის ასიგნებები
|
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 20.
ასიგნებების გადანაწილება
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 21.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება
|
2020 წლის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 22.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის
|
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 110,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 51,9 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 56,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,5 ათასი ლარი. 2. 2018-2019 წლებში დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში დარჩენილი 10,9 ათასი ლარი მიიმართოს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დელეგირებული უფლებამოსილებების, კერძოდ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირების მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრების მონიტორინგის ხარჯების დასაფინანსებლად. 3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 23.
სარეზერვო ფონდი
|
2012 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 75,3 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები