დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57-53 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210000000.35.101.016729 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული პირები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის (შემდგომში-მოსაკრებელი) გადახდისაგან 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), რომელიც ჩაითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ დარიცხული მიმდინარე დავალიანების დასაფარად.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ პირები უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან განაცხადის შეტანის გზით.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
მოსაკრებლის გადამხდელთა კატეგორია
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები