„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022019
307
15/05/2020
ვებგვერდი, 18/05/2020
470230000.10.003.022019
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №307

2020 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ):

ა) მე-4 მუხლის „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნებართვის/ნებართვის დანართის მაძიებელმა, ნებართვის დანართის – „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY)“ მოპოვების მიზნით, განაცხადში უნდა მიუთითოს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY)“ მოთხოვნილი დონე,  დაწესებულების ტიპი/ქვეტიპი (მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანების №1 და №2 დანართების მიხედვით).“; 

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარული სერვისის მიმწოდებელი პირი ვალდებულია, 2020 წლის 1 ივნისამდე მოიპოვოს ნებართვა №22 დანართით განსაზღვრული წესით.

12. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (EMERGENCY)“, შესაბამისი დონით.“;

ბ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კარდიოქირურგიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „კარდიოქირურგიული მომსახურება.“.

2. №21 დანართით (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) განსაზღვრული ცხრილის:

) „საერთო სანებართვო პირობების“:

ა.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5

პალატას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათების წყარო

ა) აღნიშნული მოთხოვნა სავალდებულოდ არ ვრცელდება პოსტოპერაციულ პალატაზე,  რეანიმაციულ დარბაზზე/პალატაზე, თუ აღნიშნული განათების სისტემა უზრუნველყოფს კომფორტულ განათებას;

ბ) პაციენტთა დაყოვნების /მოვლის სივრცეები არ უნდა იყოს განთავსებული სარდაფში;

გ) აღნიშნული არ ვრცელდება დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის X ნაწილით განსაზღვრულ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულზე.

                                                                                                .“;          

 

ა.ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8

მოზრდილთა და ბავშვთა პალატები/განყოფილება – ერთმანეთისაგან გამიჯნული

თუ დაწესებულება ემსახურება  როგორც  ბავშვთა, ასევე მოზრდილთა კონტინგენტს,     შესაბამისად, სველი  წერტილები – გამიჯნული (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021  წლის 1 იანვრიდან).

9

ფუნქციონირებადი ლიფტი (მ.შ., მწოლიარე ავადმყოფებისათვის) – პალატების, პაციენტთა გამოკვლევისა და სამკურნალო განყოფილებების ორზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში; პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილების  პირობების უზრუნველყოფა –  საჭიროების შემთხვევაში,  შესაბამისი კომპეტენციის/უფლებამოსილების მქონე ორგანოს/პირის დასკვნა.

           .“;                        

 

ა.გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 11

 

 

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების სათანადო მარაგი)

ა) სამეანო-ნეონატალური სერვისის შემთხვევაში, პაციენტთა სანიტარიულ კვანძთან დაკავშირებული მოთხოვნა განისაზღვრება დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის XVI ნაწილით;

 

ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის X ნაწილით;

 

გ) დაწესებულების ყველა კაბინეტი, საპროცედურო, სარეანიმაციო და ინტენსიური თერაპიიის დარბაზი, სადაც ხორციელდება  პაციენტების მომსახურება, უზრუნველყოფილია ხელსაბანი ნიჟარითა (საპნით, ანტისეპტიკური ხსნარითა და ერთჯერადი ხელების გასამშრალებელი საშუალებებით)  და უწყვეტი წყალმომარაგებით;

 

დ) პაციენტის მოვლის სივრცეებს (პალატები, დარბაზები) აქვს საკუთარი საპირფარეშოები (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2022  წლის 1 იანვრიდან).

12

სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) განყოფილებაში, საიზოლაციო სათავსებში (ბოქსი, ნახევრადბოქსი და ბოქსირებული პალატა), საიზოლაციო სივრცე (საწოლი) რეანიმაციაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის სათანადო სათავსებში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან

 ა) კარდიოქირურგიული ერთეულის შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნები ასევე განისაზღვრება დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის XVIII ნაწილით;

 

ბ) აღნიშნული სათავსები აღჭურვილი უნდა იყოს წნევის საზომი ხელსაწყოთი (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021  წლის 1 იანვრიდან).

          .“;                         

 

ა.დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16

სათავსთა განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისა და პერსონალის მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა, არსებული  კანონმდებლობის შესაბამისად

მათ შორის, უზრუნველყოფილია ცხელებისა და ინფექციური დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტების დაწესებულებაში მოძრაობის ნაკადის (შესასვლელიდან კლინიკური სერვისის სივრცეებისკენ) გამიჯვნა სხვა პაციენტთა ნაკადებისგან

     .“;                    

 

ა.ე) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

20

ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა 24-საათიან რეჟიმში: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფობრიობის, რეზუსფაქტორისა და შედედების დროის, შაქრის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, აგრეთვე, მიკრობიოლოგიური კვლევები და პროფილის გათვალისწინებით – სტანდარტული ტესტები

ა) კლინიკური   და ბიოქიმიური  დიაგნოსტიკური ლაბორატორიული  სერვისები  უნდა განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/ მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე;

 

ბ) მიკრობიოლოგიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური,  მოლეკულური   დიაგნოსტიკური ლაბორატორიული  სერვისი  უნდა განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/ მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას.

  .“;                        

 

ა.ვ) 202 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

202

 

 

 

 

სტაციონარში (მ.შ., გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღებ ერთეულში) მოხვედრილი ყველა პაციენტისათვის, მიუხედავად მათი დაყოვნებისა, უზრუნველყოფილია, C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით, სწრაფი მარტივი ტესტირება ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით კვლევის ჩატარება და ანგარიშგება

 

 

შენიშვნა: გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები, რომლებიც:

 

ა) რეგისტრირებულნი არიან ან გადიან ანტივირუსული მკურნალობის კურსს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში;

 

ბ) დასრულებული აქვთ ანტივირუსული მკურნალობის კურსი (მ.შ., შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), რაც დასტურდება სათანადო დოკუმენტირებული მტკიცებულებით;

 

გ) ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

 

დ) ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე და დადგენილი აქვთ დადებითი შედეგი, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

 

ე) 18 თვემდე ასაკის ბავშვები;

 

ვ) არ მოეთხოვება ნებართვის დანართი იმუნოლოგიურ და სეროლოგიურ კვლევაზე. 

      .“;                            

 

ა.ზ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

24 

კარდიოგრაფი

კარდიოქირურგიული ერთეულის შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნები ასევე განისაზღვრება დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის XVIII ნაწილით.

       .“;                          

 

ა.თ) 27-ე და 28-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

27

საწოლი/პალატა ინტენსიური თერაპიისათვის

ფუნქციური  საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრული არაინვაიზიური, უწყვეტი  ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: NIBP, პულსოქსიმეტრია; თითოეულ საწოლთან უნდა იყოს ერთი ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით და 2 დენის წყაროს მიმღები  (პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა ჰქონდეს ასაკის შესაბამისი მახასიათებლები).

28

საევაკუაციო გასასვლელი

ნებართვის მაძიებელმა/მფლობელმა უნდა წარადგინოს  შესაბამისი  ორგანოს  მიერ  გაცემული  დოკუმენტი.

     .“;                              

 

ა.ი) 33-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  34-ე პუნქტი:

34

დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია რისკის ზონების შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი,  ერთჯერადი ხალათი, სათვალე/სახის ფარი, ხელთათმანები და სხვ.), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

 

       .“;                           

 

ბ) „დამატებითი სანებართვო პირობების“ ცხრილის:

ბ.ა) II ნაწილის (დიალიზის შემთხვევაში დაწესებულებას დამატებით უნდა გააჩნდეს) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3

შესაბამისი სავარძელი/საწოლი

 

                       .“;                       

 

ბ.ბ) III ნაწილი (ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დამატებით უნდა ჰქონდეს) და III1 ნაწილი (ფთიზიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა ჰქონდეს) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

III

ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დამატებით უნდა გააჩნდეს

 

 

 

საიზოლაციო სათავსები:

 

ა) არანაკლებ 2  ბოქსისა (ერთსაწოლიანი) ყოველ 50 ინფექციურ საწოლზე;

 

ბ) 2 ნახევრადბოქსი (ერთი ან/და ორსაწოლიანი) ყოველ 50 ინფექციურ საწოლზე;

 

გ) არანაკლებ 4 ბოქსირებული პალატისა ყოველ 50 ინფექციურ საწოლზე (საწოლების მაქსიმალური რაოდენობა 1 ბოქსირებულ პალატაში - 4);

 

დ) 25 საწოლზე ნაკლები ინფექციური პროფილის საწოლფონდის შემთხვევაში, მოეთხოვება სულ მცირე 1 ბოქსი, 1 ნახევრადბოქსი და 1 ბოქსირებული პალატა.

შენიშვნა:

ა) საიზოლაციო  სათავსები   უნდა აკმაყოფილებდეს „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს;

 

ბ) საიზოლაციო სათავსებში საწოლთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს ინფექციური პროფილის საწოლფონდის არანაკლებ 20%-ს;

 

გ) შესაძლებელია ნახევრადბოქსების ბოქსებითა და ბოქსირებული პალატების ნახევრადბოქსებით ჩანაცვლება;

 

დ) ბოქსების, ნახევრადბოქსების, ბოქსირებული პალატებისა და საიზოლაციო საწოლების საერთო რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან;

 

ე) ჩამდინარე წყლების  მართვა  კანონმდებლობის შესაბამისად (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021  წლის  1 იანვრიდან);

 

ვ) ჰაერში არსებული პათოგენური ბიოლოგიური აგენტების გაუვნებელყოფის მიზნით ბოქსებში სავალდებულოა ჰაერის  გამაუვნებელი  მაღალეფექტური ჰეპაფილტრების გამოყენება (მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა 2021  წლის  1 იანვრიდან).

III1                            ფთიზიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

 

 

პალატები, სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო კაბინეტები, აღჭურვილი ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

 

2

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის – ცალკე გამოყოფილი ფართობი იზოლირებული პალატებით, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლირებადი უარყოფითი წნევით

 

      .“;                               

 

ბ.გ) V ნაწილის (ონკოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

სხივური და ქიმიოთერაპიული სერვისების უზრუნველყოფა

ა) ქიმიოთერაპიული სერვისი შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ;

 

ბ) სხივური თერაპიის სერვისი შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას.

          .“;                    

 

ბ.დ) VII1 ნაწილის (ნეიროქირურგიული მომსახურების შემთხვევაში ქირურგიული პროფილის მომსახურების პირობებთან ( ამ დანართის VII ნაწილი ) ერთად სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) შენიშვნის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე ხელშეკრულების საფუძველზე.“;

ბ.ე) VIII ნაწილს (გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა ჰქონდეს) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 გრაფა:

6

პათომორფოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/ მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე.

            .“;                    

 

.) IX ნაწილის (რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

სარეანიმაციო დარბაზი დაკვირვების ავტომატური სისტემით, ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის, რეანიმაციული საწოლები, რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს სტაციონარული დაწესებულების საწოლთა საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი და 3-ზე ნაკლები

ა) შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში – ბავშვებისათვის ცალკე სარეანიმაციო დარბაზი;

 

ბ) ახალშობილთათვის შესაბამისი სერვისის მიწოდება წარმოებს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის  (NICU) ფარგლებში;

 

გ) დაწესებულების საწოლთა ფონდთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისზე.

    .“.                              

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია