„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 538
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017033
538
14/05/2020
ვებგვერდი, 14/05/2020
040030000.22.027.017033
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №538

2020 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017006) პირველ მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ ბრძანების მიზნებისათვის, „პერსონალი“ გულისხმობს პირს, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მუდმივად იყო დასაქმებული მორიგე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ სანოტარო ბიუროს თანამშრომლად, იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ნოტარიუსის მიერ განსაზღვრული ფორმით მონაწილეობდა სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში.“.

მუხლი 2
სსიპ – საქართველოს ნოტარიუთა პალატამ, წინასწარ განსაზღვრული მორიგეობის განრიგის მიხედვით, შესაბამისი ნოტარიუსის მორიგეობის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია მორიგე ნოტარიუსისა და ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული პირის/პირთა შესახებ (სანოტარო ბიუროს თანამშრომლად მუშაობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად), დროებითი სანოტარო ბიუროს მისამართის მითითებით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი