„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5959-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 410000000.05.001.019849
5959-სს
22/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
410000000.05.001.019849
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისთვის (დაკვირვების სხვადასხვა ფორმის, ნიშანდების, ფოტოგრაფირების მეშვეობით და ა. შ.) საერთო სარგებლობის ფორმით დაშვებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (დროებითი ამოღების ჩათვლით) გარეშე, თუ ეს ზიანს არ აყენებს ცხოველთა სამყაროს და მის საბინადრო გარემოს და არ არღვევს ცხოველთა სამყაროთი, მიწითა და წყლით მოსარგებლეთა, მიწის მესაკუთრეთა, მიწისა და ტყის მფლობელთა უფლებებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 მაისი 2020 წ.

N5959-სს