დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5958-სს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360060000.05.001.019852 |
|
„მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო ტყეს, რომლის საერთო ფართობია 15698,8 ჰექტარი, მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდოს მტირალას ეროვნული პარკი (შემდგომ – პარკი).“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარკის მენეჯმენტის გეგმის ამოქმედებამდე პარკის საზღვრებში მოქცეულ ტყის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დასაშვებია პარკის მიმდებარე თვითმმართველ თემებში შემავალი დასახლებების მოსახლეობის საჭიროებისთვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 22 მაისი 2020 წ. N5958-სს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები