დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016547 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, 010250050.35.123.016412), კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების V თავი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V მერიაში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები მუხლი 17. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 1. მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებია: ა) მერის წარმომადგენელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული სხვა პირი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2. მერის წარმომადგენელი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 3. მერის წარმომადგენელი ინიშნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელთა ნუსხას, მერის წარდგინებით, ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 5. მერის წარმომადგენელი: ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად; ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტს; ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ზ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას. 6. თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომლის ნიმუშს ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. 7. მერის წარმომადგენელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები. 8. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული სხვა პირი ასრულებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დავალებებს. მუხლი 18. მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებია: ა) მერის მრჩეველი; ბ) მერის თანაშემწე; გ) მერის პირველი მოადგილის თანაშემწე; დ) მერის მოადგილის თანაშემწე; ე) სხვა პირი, რომელსაც მერიაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე, ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. მუხლი 19. მერის მრჩეველი 1. მერის მრჩეველი არის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერის მრჩეველი: ა) კონსულტაციას უწევს მერს კანონმდებლობითა და დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას; ბ) ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს. 3. მერის მრჩეველის უფლება – მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებითა და მუნიციპალიტეტის მერის სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. მერის მრჩეველი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 14 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები