რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის’’ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის’’ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/05/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2020
სარეგისტრაციო კოდი
216
11/05/2020
ვებგვერდი, 13/05/2020
რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის’’ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის №216

2020 წლის 11 მაისი  

ქ. თბილისი

რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის’’ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და  რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“ მე-19 მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის  13/04 ბრძანების საფუძველზე:   

  1. მიეცეს თანხმობა რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანს“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და არასადეპოზიტო-არასაკრედიტო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნაზე.
  2. შეწყდეს რკ ,,საკრედიტო კავშირი ხუცუბანის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 246955530) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნატო გოგმაჩაძე (პირადი ნომერი: 61004000829);
  3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;
  4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
  6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

პაპუნა ლეჟავა

ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკი