„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 798
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025834
798
11/05/2020
ვებგვერდი, 11/05/2020
000000000.00.003.025834
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №798

2020 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის 86 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 86. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის სხვადასხვა ქალაქში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება თბილისი-დანიშნულების ადგილი-თბილისის რეისის შემთხვევაში − 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო თბილისი-დანიშნულების ადგილი-ბათუმის რეისის შემთხვევაში − 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 05 − „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო რეისის შემთხვევაში, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა იზრდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ თითოეულ მგზავრზე ფაქტობრივად გადახდილი ლონდონის გატვიკის აეროპორტის (IATA: LGW) მოსაკრებლის თანხის ოდენობით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, არაუმეტეს 108.4 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით თითოეულ მგზავრზე.“.

პრემიერ-მინისტრი                                      გიორგი გახარია